x
image
K.P.
ნინა წკრიალაშვილს "ყველაზე მოდურ სტილისტთან", მიშა გასიტაშვილთან აქვს რომანი?

imageნინა წკრიალაშვილი ყველასათვის ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მიშა გასიტაშვილი კი ერთ-ერთი პოპულარული სტილისტია, რომელიც ბევრ ცნობილ ქართველთან მეგობრობს. მიშა აღიარებს, რომ მასთან სალონში სიარული ყველაზე მოდურია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ჩემზე პროფესიონალი სტილისტებიც არიანო. მიშას ხშირად სტუმრობენ ნინი ბადურაშვილი, სოფო ნიჟარაძე, ნინა წკრიალაშვილი, ია ფარულავა და ქართული შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები. მათი ურთიერთობა მხოლოდ პროფესიული საქმიანობით არ შემოიფარგლება, ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მიშასთან მეგობრობენ. image

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში მიშა გასიტაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის რომანტიკული ფოტოები გავრცელდა. რამდენიმე კვირის წინ კი ნინა წკრიალაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერზე წერდა: "მომილოცეთ, ვთხოვდები". საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ნინასა და მიშას შორის რომანი იყო გაჩაღებული. როგორც აღმოჩნდა, ეს ფოტოები რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული, ნინა კლიპისთვის, რომელიც საბოლოოდ არ გამოვიდა, თუმცა ლამაზი ფოტოები დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ნინა წკრიალაშვილს პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს. ნინა დაქორწინებული იყო თენგო წივწივაძეზეც, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ნინა თენგოსთან გაშორებული იყო მისი გარდაცვალება მაინც ძალიან განიცადა.

imageimage

0
148
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0