შოუბიზნესი ნინა წკრიალაშვილს "ყველაზე მოდურ სტილისტთან", მიშა გასიტაშვილთან აქვს რომანი? 2014, 6 თებერვალი, 23:02
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში მიშა გასიტაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის რომანტიკული ფოტოები გავრცელდა. რამდენიმე კვირის წინ კი ნინა წკრიალაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერზე წერდა: "მომილოცეთ, ვთხოვდები". საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ნინასა და მიშას შორის რომანი იყო გაჩაღებული. როგორც აღმოჩნდა, ეს ფოტოები რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული, ნინა კლიპისთვის, რომელიც საბოლოოდ არ გამოვიდა, თუმცა ლამაზი ფოტოები დარჩა. შეგახსენებთ, რომ ნინა წკრიალაშვილს პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს. ნინა დაქორწინებული იყო თენგო წივწივაძეზეც, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ნინა თენგოსთან გაშორებული იყო მისი გარდაცვალება მაინც ძალიან განიცადა. 148 4-ს მოსწონს
|