კულტურა ყველა ხანდაზმული მოდელი მსოფლიოში-Carmen Dell’Orefice 2014, 6 თებერვალი, 14:19
დაიბადა ნიუ იორკში 1931 წელს. ზრდიდა მას დედა და ჰქონდა საკმაოდ რთული ცხოვრება. 2011 წლის 3 ივნისს ის გახდა 80 წლის, მაგრამ, როგორც ადრე, კარმენი დღესაც იღებს მონაწილეობას როგორც ფოტოსესიებში, ისე ჩვენებებშიც.
მისი სამოდელო კარიერა დაწყო 1942 წელს, როდესაც ის 11 წლის იყო. სამოდელო ბიზნესში კარმენი მოხვდა სრულიად შემთხვევით. ერთხელ ის ავტობუსში შენიშნა ცნობილი ფოტოგრაფის მეუღლემ. ფოტოგრაფმა გააკეთა რამოდენიმე სატესტო ფოტო. მალევე კარმენის დედამ მიიღო წერილი სადაც ეწერა: "თქვენი გოგონა ძალიან ლამაზი და თავაზიანია, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ფოტოგენური". თუმცა კარმენის ნათლიას სხვა მოსაზრება ჰქონდა ფოტოებთან დაკავშირებით. მან აჩვენა ისინი თავის მეგობარს კაროლ ფილიპს Vogue-ის რედაქტორს, რომელმაც, თავის მხრივ, გადასცა სურათები მთავარ რედაქტორს დიანა ფრილენდს. ზუსტად ერთ კვირაში ერვინ ბლუმენფელდი იღებს კარმენს ვოგისთვის. მისი ფოტოები გამოქვეყნდა ჟურნალის მეჩვიდმეტე გვერდზე. წინ მას ელოდა სამი წარუმატებელი ქორწინება, ქალიშვილის დაბადება, წარმატებული კარიერა და მისი გარდაუვალი ვარდნა, როდესაც ის "შედის ასაკში". იგი 47 წლის ასაკში, როდესაც გარეგნობა აღარ გაძლევს მოდის ინდუსტრიაში მუშაობას(როგორც მას ეგონა), ერთ-ერთ წვეულებაზე ხვდება თავის მეგობარ ფოტოგრაფს ნორმან პარკინსონს, რომელიც მოულოდნელად სთავაზობს ფოტოსესიის მოწყობას. სწორედ ასე გაჩნდა მსოფლიო მოდაში კარმენის ახალი იმიჯი: მოწიფული, დამოუკიდებელი, სექსუალური და ... ჭაღარა! 1993 წელს შედგა მისი დებიუტი კინოში.მან ითამაშა პატარა როლი მარტინ სკორსეზეს ფილმში ""The Age of Innocence". ამას მოჰყვა მოდელის გამოჩენა მთელ რიგ ფილმებსა და სერიალებში. 2000 წელს მან წარმოადგინა ჯონ გალიანოს კოლექცია დიორისთვის. მას შემდეგ, ის მოხვდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში როგორც "პოდიუმის მოდელი ყველაზე გრძელი კარიერით." ამ პერიოდში ის ჩნდება ჟან პოლ გოტიეს, ჰერმესის, დონა კარანას და მოსკინოს შოუებში. და ამჟამადაც კარმენი წარმატებით აგრძელებს მუშაობას და თავისი მაგალითით ის ამტკიცებს, რომ ასაკი და სილამაზე - საკმაოდ თავსებადი კონცეფციაა. 46 3-ს მოსწონს
|