x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508815
ნიუ იორკელმა გაატარა 22 წელი ციხეში ნაფიც მსაჯულთა შეცდომის გამო
image

1990 წლის თებერვალში, ნიუ იორკის ბრუკლინში უცნობმა მოკლა და გაძარცვა საიუველირო მაღაზიის კურიერი. ამ პერიოდში უმუშევარი დევიდ რანტა სრულიად შემთხვევით, იმყოფებოდა დანაშაულის ადგილთან ახლოს და იქნა დააკავებული პოლიციის მიერ.

image

ნივთმტკიცებულება მის წინააღმდეგ არ არსებობდა, მაგრამ ნაფიც მსაჯულებმა მოწმეების ჩვენების საფუძველზე, სცნეს დევიდი დამნაშავედ. მას მიესაჯა 37 წლით თავისუფლების აღკვეთა. მხოლოდ 22 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოწმეებზე ზეწოლა მოახდინეს პოლიციელებმა, რომლებიც იმ პერიოდში იძიებდნენ ამ საქმეს.


image

პროკურატურის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაიკარგა მტკიცებულებები და თავიდან დაიწყო გამოძიება. მოწმეებმა აღიარეს ცრუ ჩვენება.

image

ციხეში ყოფნის პერიოდში, დევიდის მშობლები გარდაიცვალნენ. ის კი სადაცაა ბაბუა გახდება. მისი შვილი ორსულადაა. ის იყო 2 წლის, როცა მამა დააპატიმრეს.

image

დევიდ რანტა, ბედნიერი ნათესავების გარემოცვაში.

ის გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან განაჩენის გახმოვანებისთანავე. ნიუ იორკი, 21 მარტი, 2013 წელი.

6
1382
7-ს მოსწონს
ავტორი:ირე
ირე
1382
  
2014, 7 თებერვალი, 13:26
ამიტომარის მიუღებელი ჩემთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.მე პროფესიით იურისტი ვარ და მიმაჩნია რომ ზოგჯერ კანონმდებლობაში ღმრად ჩახედულ და მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე მოსამართლესაც კი ეშლება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება ან უშლიან და მითუმეტეს საერთოდ შორს ამ სფელროდან მდგომ ადამიანებს გაუჭირდებათ ეს...
2014, 7 თებერვალი, 9:38
როგორ შემეცოდა,ასე როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი რა დონის ბოროტი უნდა იყო! საუკეთესო წლები უდანაშაულო ადამიანს ციხეში გაატარებინეს და თითონ ცხოვრებით ტკბებოდნენ...ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასხუი ანალოგიურად
2014, 6 თებერვალი, 19:45
და ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებმა პასუხი არ უნდა აგონ? ადამინმა 22 წელი უკანონოდ რო მოიხადაა?
2014, 6 თებერვალი, 15:21
არაპროფესიოლაბეს როგორ უნდა ანდო ამადიანის სიცოცხლე?ვინმე გულის ოპეცარიას ან საკეისროს გაიკეთებს ბუღალტერთან ან ნაყინის გამყიდველთან?არა იმიტომ რომ ამისათვის არსებობენ სპეციალისტები ქირურგები,ბუღალტერმა და ნაყინის გამყიდველმა მისი საქმე იციან,როცა საქმე სიცოცხლე ეხება როგორ შეიძლება ეს ანდო 12 არაპროფესიონალს?
2014, 6 თებერვალი, 14:23
საუკეთესო წლები:( მოწმეებს როგორ ეძინათ ამ ხნის განმავლობაში-საკითხავია?!
2014, 6 თებერვალი, 13:00
ღმერთო დამეწვა გული ყველაფერი მოაკლეს ცხოვრებაში ერთი შეცდომის გულისათვის
0 1 6