x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
რა გახდა ექვსი წლის ბავშვის სკოლიდან გამოგდების მიზეზი
imageის მხოლოდ ექვსი წლისაა და სკოლიდან გამოაგდეს. უკან დაბრუნება კი აღარც სურს, რადგან მისთვის ჯერაც გაუგებარია გამოგდების მიზეზი. მიზეზი რთული ასახსნელია. მის ჩანთაში აღმოაჩინეს mini cheddars-ის პაკეტი, რომელიც სახლიდან საუზმისთვის გამოატანეს. მისი სკოლის დირექტორი ჯერემი მიკი აცხადებს, რომ მისი მოსწავლე მხოლოდ ამ ერთი პაკეტის გამო არ გაუგდიათ, არამედ იმიტომ, რომ წინასწარი განზრახვით არღვევდა სკოლის დისციპლინას. რაილი პირსონს სკოლაში სისტემატიურად დაჰქონდა ისეთი საკვები, როგორიცაა ჩიპსები, ორცხობილები, ნამცხვრები, ძეხვი და კვერცხი. ასევე გამოაგდეს რაილის უმცროსი ძმა, რომელიც სკოლამდელ ჯგუფში ირიცხებოდა. მათი მამა ტომ პირსონი გაოგნებულია მომხდარის გამო. გუშინ დაგეგმილი იყო შეხვედრა დირექტორსა და ბატონ ტომ პრისტონს შორის, მაგრამ არ შედგა. image

ბატონი ტომ პირსონი აეროპორტის თანამშრომელია. მისი ცოლი ნატალი მეოთხე ბავშვზეა ორსულად და იქითა კვირაში ელოდება მშობიარობას. ბავშვების სკოლიდან გაყრა მათთვის ძალიან შეუფერებელ დროს დაემთხვა. ისინი მოელაპარაკნენ სასკოლო ინსპექტორს და ფიქრობენ როგორ მოიქცნენ შემდგომში. დირექტორმა კი შემდეგ განაცხადა, რომ ოთხდღიანი გაცდენის შემდეგ მისმა მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ დაემორჩილონ სკოლის დისციპლინას ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით.

სკოლამ ახლახან გაიარა შემოწმება და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით მიიღო შეფასება "არასაკმარისი". 14 იანვარს კი მშობლებს გაეგზავნა წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ შეფუთული საჭმელი უნდა იყოს ჯანსაღი და ბალანსირებული. რაილის დედა ნატალი კი აცხადებს, რომ მათი საქმე არაა, რას აჭმევს თავის შვილს.

რაილის საკვების ყუთი ჩვეულებრივ შედგება ბუტერბროდის, იოგურტის, ყველის, ბოთლი წყლის და ერთი პაკეტი "მინი ჩედარსისაგან".


ბავშვების სკოლიდან გაყრის ფაქტი გახმაურდა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განსჯის საგნად იქცა, რამაც სკოლის ადმინისტრაციის განაწყენება გამოიწვია. image




4
376
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
376
  
2014, 6 თებერვალი, 18:59
აუ რა პრობლემები აქვს ამ ხალხს რა,ნეტა მეც ეს პრობლემა მქონდეს მხოლოდ ან ჩვენ ქვეყანას...ვაი თქვენს პატრონს
2014, 6 თებერვალი, 17:14
რა კაციაა:)
2014, 6 თებერვალი, 3:02
მაგარი მასტია პატარა... :)
2014, 6 თებერვალი, 0:31
ასეც არ შეიძლება რა:D:D:D
0 1 4