x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანი: "შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემთვის საერთოდ არაფერი იარსებებდა"

imageჟურნალისტი ნანუკა ჟორჯოლიანი ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობს. გუშინ დედამისის დაბადების დღე იყო და ქალიშვილმა მას იუბილე გულისამაჩუყებელი სიტყვებით მიულოცა.

"შენ რომ არ ყოფილიყავი საერთოდ არ ვიქნებოდი, გაცილებით მეტ შეცდომას დავუშვებდი! არ მეყოლებოდა ასეთი მაგარი შვილი, რომელიც გამიზარდე! არ მეყოლებოდა მიშკა, რომელიც სამყაროზე მეტად მიყვარს! შენ რომ არ ყოფილიყავი ბევრ ტკივილს ფიზიკურად ვერ ავცდებოდი! შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემთვის საერთოდ არაფერი იარსებებდა! გილოცავ დე დაბადების დღეს! კარგი იქნებოდა შენი სიდინჯეც მოგეცა, მაგრამ არაუშავს.. გაცილებით მეტი მომეცი"-წერს ნანუკა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე... ჟურნალისტის თბილ სიტყვებს მისი მეგობრების არანაკლებ თბილი გამოხმაურება მოჰყვა... თუმცა სარგებლობს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანის დედა სოციალური ქსელებით და ნახავდა თუ არა ქალიშვილის მილოცვას ეს ჯერ კიდევ საკითხავია. სოციალურ ქსელებში ბოლო დროს გრძნობების საჯაროდ გამოხატვა მიღებული და მოსაწონი ფორმაა. ამაში ცუდი თითქოს არაფერია, თუმცა გამოდის, რომ ჩვენი ცხოვრება საბოლოოდ პატარა "სმაილს" ემსგავსება, რაც არაფერია ორი წერტილისა და რომელიმე სასვენი ნიშანის გარდა.

შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დაქორწინებულია ირაკლი კოდუაზე. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს-საბა. ნანუკას პირველი უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიამი, რომელსაც რამდენიმე სეზონის მანძილზე "ნანუკას შოუში" საკუთარუ რუბრიკაც ჰქონდა.imageimage

0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0