x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139022
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512590
''იაგუარის'' ახალი აგრეგატები

image პეკინის მოტო შოუზე კომპანია ''იაგუარმა'' ბენზინის ძრავების ახალი ხაზი წარმოადგინა, რომელსაც უახლოვეს მომავალში ბრიტანული მარკის მოდელები აღიჭურვება. სიახლეთა შორისაა ორი 3-ლიტრიანი 340 და 380 ცხენის ძალიანი აგრეგატი. ამ-6 ცილინდრიან მოტორთაგან პირველი გამოყენებული იქნება ისეთ მოდელებზე, როგორიცაა fx და xj, ხოლო ყველაზე მძლავრი სპორტავტოსთვის---f-type, რომლის პროტოტიპიც აპრილის დასაწყისში წარმოადგინეს. ორივე მათგანი კომპანია zf-ის მიერ შექმნილ სიჩქარის გადაცემათა 8 საფეხურიან ავტომატური კოლოფით იმუშავებს. მესამე ახალი ძრავა არის 2-ლიტრიანი 240 ცხენის ძალის მქონე ბენზინის ''ტურბოოთხიანი''. როგორც მოსალოდნელია, ისიც მოდელების---fx, xj და f-type---ხაზში გამოჩნდება.

0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:damsjeli666
damsjeli666
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0