ტკბილეული დესერტი ვალენტინობის დღისთვის-ტირამისუ ჟოლოთი 2014, 7 თებერვალი, 17:14 ტირამისუსთვის დაგჭირდებათ:
ნამცხვარი სავოიარდი- 7 ცალი;
ფორთოხალი-ერთი ცალი;
ხსნადი ყავა- ოთხი ჩაის კოვზი;
შაქრის პუდრა-30 გ (5 სუფრის კოვზი) კვერცხის გული- ერთი ცალი; ყველი მასკარპონე- 250გ. ჟოლო-180 გ. შავი შოკოლადი- 50 გ. პიტნა-ორი ღერი: ![]() მომზადება: მოამზადეთ ყავის სიროფი. ამისთვის ფორთოხლის წვენი და 300 მლ წყალი ჩაასხით ქვაბში, დაამატეთ ყავა, წამოადუღეთ, დაამატეთ 3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა. მიღებული სიროფი ჩაასხით მცირე ზომის ჭურჭელში. მოამზადეთ კრემი. ამისთვის მიქსერით ან სათქვეფით ათქვიფეთ კვერცხის გული, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ან თქვენი გემოვნებით შაქრის პუდრა, შემდეგ მასკარპონე და ათქვიფეთ კარგად. პეჩენია (სამი ცალი ერთი ულუფისთვის) ჩაალბეთ ყავის სიროფში. ჩააწყვეთ ვერტიკალურად ბოკალში, ბოკალი შეავსეთ კრემით საკონდიტრო ტომსიკის დახმარებით. ზემოდან დააწყვეთ ჟოლო, შავი შოკოლადის ხვეულა და პიტნის ფოთლები. დესერტი გააცივეთ მაცივარში და ისე მიიტანეთ სუფრასთან. 64 3-ს მოსწონს
|