x
მეტი
  • 17.07.2024
  • სტატია:136023
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510295
ლეგანდარული არომატის Chanel № 5- დაბადების დღე
image
5 მაისს ლეგენდარული არომატის Chanel № 5-ის დაბადების დღეა. ამ შეუდარებელმა და განუმეორებელმა სუნამომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა პარფიუმერიის სამყაროში, ფლაკონი კი გახდა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ექსპონატი.

სტატისტიკის მიხედვით Chanel № 5-ს მსოფლიოში იძენენ ყოველ 55 წმ-ში, რაც ადასტურებს, რომ კოკო შანელის შექმნილი სუნამო არასოდეს გადადის მოდიდან.
1921 წელს პარფიუმერი ერნესტ ბო მუშაობდა კოკო შანელისთვის არომატის შექმნაზე, კოკოს სურდა „ქალის სურნელის“ მიღება. ხანგრძლივი ექსპერიმენტის შემდეგ პარფიუმერმა შანელს წარუდგინა რამდენიმე არომატი, რომელთაგან კოკომ მეხუთე ნომერი
აირჩია. ასე გაჩნდა მსოფლიოში ცნობილი სუნამო Chanel № 5. მისთვის მადმუაზელ შანელმა აირჩია უბრალო ფლაკონი, რომელსაც მხოლოდ Chanel-ის სახლის ემბლემა ამშვენებდა.
პირველ ხანებში სუნამოს სახე თავად კოკო შანელი გახლდათ, შემდეგ კი ეს პატივი ერგოთ კატრინ დენევს, კაროლ ბუკეს, ესტელა უორენს, ნიკოლ კიდმანს და ოდრი ტატუს.

image

image


კატრინ დენევი

image

კაროლ ბუკე

image

ესტელა უორენი

image

ოდრი ტატუ








0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0