კინო გამოვიდა ახალი ქართული ფანტასტიკური სერიალი "პარადოXი" 2014, 3 თებერვალი, 21:31 გამოვიდა პირველი ქართული ფანტასტიკური სერიალი სახელწოდებით "პარადოქსი"რომლის რეჟისორიც არის "ჯაბა მელქაძე"სერიალში მონაწილეობს ქართველი ცნობილი მსახიობები "ნანკა კალატოზიშვილი" და "თორნიკე გოგრიჭიანი"
სერიალის მთავარი შინაარსი ასე გამოიყურება:
ვირუსი, მონსტრები და გაურკვეველი კოსმიური ცივლიზაცია ადამიანების წინააღმდეგ. და ეს ყველაფერი ხდება არა მომავალში, არამედ ჩვენს დროში. გუგა (თორნიკე გოგრიჭიანი), რომელიც მეტროს გვირაბში მოდის გონს, აღმოაჩენს, რომ დედამიწაზე მოხდა აპოკალიფსი. ის სხვა გადარჩენილებთან ერთად ცდილობს ელენეს (ნანკა კალატოზიშვილი) დაკარგული ბავშვის პოვნას და კატასტროფის მიზეზების ამოხსნას.
სერიალი ყოველ კვირა დღეს 22:00 საათზე GDS-ის ტელევიზიის საშუალებით შეგიძლიათ იხილოთ.ასევე სერიალის ერთ-ერთი კადრი გადაღებულია"წყალტუბოში მიტოვებულ, აჭედილ, უზარმაზარ სანატორიუმში.
2თებერვალს გავიდა პირველი სერია რამაც მაყურებელში ძალიან დიდი ინტერესეი გამოიწვია, ფილმი არ შეიძლება მხოლოდ ერთ ჟანრს მივაკუთვნოთ, პირველ სერიას ბევრი „ჰორორის“ ელემენტი აქვს. თორნიკე გოგრიჭიანის გმირი მეტროს გვირაბებში მარტო დადის და ეს კადრი საშიში გამოვიდა. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება ქართველო მაყურებლებო შევწყვიტოთ უცხოური "უშინაარსო" სერიალების ყურებას და პირველრიგში დავაფასოთ ქართველების ნამუშევარი, შეიძლება ორიგინალური გადაღებული ფილმი არ იყოს მაგრამ პირველი მცდელობაა და შევეცადოთ ამ ყველაფერს დადებითად და პოზიტიურად შევხედოთ. 246 13-ს მოსწონს
|