x
image
K.P.
ტარიელ სუარი თანდათანობით უარყოფით თვისებებს ავლენს
image

ია ფარულავასა და ტარიელ სუარის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნიჭიერის სცენაზე გამოჩენისთანავე ტარიელი შეყვარებულ რაინდად მოგვევლინა. ია ფარულავამ კი "მუსიკის ვირტუოზადაც" მოიხსენია. ბევრისათვის შესასაშური სიყვარულის ისტორიის უკან კი მეტნაკლებად არასასიამოვნო რეალობა იმალება.


დავიწყოთ იქიდან, რომ ია ფარულავას ტარიელმა შეზღუდვები დაუწესა. როგორც ჩანს, მკაცრად აკონტროლებს მის სტუმრობებს სხვადასხვა გადაცემებში, მის ქცევას და საუბრის სტილსაც. უკვე რამდენიმე გადაცემაში ია ფარულავამ აღნიშნა, რომ ტარიელი ეჭვიანი ქმარია და ბევრ რამეში ზღუდავს.


სოციალურ ქსელებში ტარიელი აქტიურობს და სხვადახვა თემებზე აზრს ხშირად ბილწსიტყვაობითაც გამოხატავს, რაც ცხადია მოსაწონი არ არის.



"ერთხელ "სვეცკი" სუფრიდან გამექცა ჩემი მატრაკვეცობის გამო"-გვამცნობს ია ფარულავა... იას "მატრაკვეცობა" ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ სუფრიდან გაქცევაც არაა მიზანშეწონილი.


ტარიელი გორთან ახლოს შესრულებულმა რუსულმა სიმღერამ გააღიზიანა."გაგიჟდა, კინაღამ ააყირავა მაგიდები - რამდენიმე კილომეტრში რუსული ტანკები დგას, მავთულხლართები მოცოცავს, ოკუპანტები დგანან და ეს რუსულ სიმღერას როგორ მღერისო"-უამბო ჟურნალისტს ია ფარულავამ... ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ, ზოგმა ტარიელი პატრიოტად შერაცხა, სხვები კი რიტორიკული კითხვით შემოიფარგლნენ: "აგვისტოს ომის დროს სად ბრძანდებოდით ბატონო ტარიელო?!"

image

ტარიელის "რაინდის სტატუსს" კი მისი ყოფილი ცოლის განცხადებამ დაუსვა წერტილი. მისი მტკიცებით, ტარიელი სამი წელია სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს და თანაც უმუშევარია. "ტარიელ ხოსროშვილმა ჩვენი საერთო შვილი რამდენჯერმე დაწყევლა და უარყო ღვთის წინაშე, რადგან მისმა არსებობამ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა მას"-გვიამბობს ტარიელის ყოფილი ცოლი, ირმა ბროიერი.

ეს ყველაფერი როდია, სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ ტარიელს სასამართლომ მეურვეობის უფლება ჩამოართვა, შვილის ნახვის უფლება მხოლოდ თანმხლები პირის თანხმობით აქვს, ყოფილ ცოლთან მიკარება აუკრძალეს, ალიმენტის გადახდაზე კი უარი განაცხადა, უმუშევარი ვარო.

გერმანიაში სასამართლოზე წარმოთქმულმა მუსიკოსის სიტყვებმა კი ყველა გააოგნაა. ტარიელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ია საქართველოში ძალიან ცნობილი პიროვნებაა, რომ იგი ამერიკის მოქალაქე ყოფილა და რომ ის პრეზიდენტის მეგობარია, ვციტირებ მის სიტყვებს-"დროა მივხედო ჩემს თავს და წინ წავიდე მისი საშუალებით", შეგიძლიათ პროტოკოლში გადაამოწმოთ"-ირწმუნება ქალბატონი ირმა.

ასეა თუ ისე წყვილი ამტკიცებს თავს შესანიშნავად ვგრძნობთო. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მათ ბედნიერება ვუსურვოთ.imageimage

1
2141
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2141
  
2014, 4 თებერვალი, 22:43
ო რა საჭორაო თემა აგორდა, არიქა. ნაკლები ტვინი და მეტი ლაყბობა
0 1 1