x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე სახიფათო სამსახურები.
სამსახური, ეს ხომ ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ამ სამყაროში არსებობისთვის, ერთეულთა გამოკლებით რაღა თქმა უნდა, რომელნიც ფეხი-ფეხზე გადადებული ცოლის ან მშობლების კმაყოფაზეა, მაგრამ მოდით, ყველა ერთ ქვაბში არ მოვხარშოთ, ამ ერთეულთა გარდა არიან ადამიანები, რომლებიც სამსახურის გამო, რათა ოჯახი არჩინონ საფრთხის წინაშე აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს. მაშასადამე, გთავაზობთ რამოდენიმე სამსახურს, რომელიც ყველაზე სახიფათოთა სიაში შეიყვანეს.



1. სანაპიროს მაშველი.

სანაპირო ერთ-ერთ საშიშ ადგილს წარმოადგენს მუშაობისთვის, ვინაიდან არ ექვემდებარება გარემოს სტაბილურობას, ხშირად აქვს ადგილი ამინდის ცვალებადობას- ქარიშხალს, შტორმს, რაც საფრთხეს უქმნის მაშველის სიცოცხლეს.

image



2. მშენებლობა.

მშენებლები ყოველ წამს საფრთხის წინაშე აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს, როდესაც საქმე ეხება სიმაღლეს, საშიშ და ფეთქებად მასალას, ელექტრო და მძიმე ტექნიკას, გვირაბების და გზატკეცილების მშენებლობას. ა.შ.შ-ში მშენებელთა სიკვდილიანობა უბედური შემთხვევის შედეგად დაფიქსირდა 100 000-დან 18 300 კაცის.

image




3. ზოოპარკის მეთვალყურე.

მოგეხსენებათ, რომ გარეულ ცხოველებთან ურთიერთობა და თვინიერების საკითხი ძალზედ რთული და არასრულყოფილია. ზოოპარკის მუშაკების მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, არის ნაბიჯი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. რომ აღარ დავაკონკრეტო, მრავალი ამბის მომსწრე თუ არა გამგონი იქნებით ზოოპარკში რომელიმე ცხოველის მიერ მომთვინიერებლის შეჭმისა.

image




4. ტაქსის მძღოლი.

ტაქსის მძღოლებიც ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სამსახურის მუშაკებს განეკუთვნებიან. ალბათ ბევრ თქვენგანს გაუკვირდება თუ რატომ. ისინი ხომ ღამეს ათევენ, ხშირ შემთხვევაში კი დღე-ღამე ტაქსაობენ, რაც ნორმალური არ არის, ადამიანმა მხოლოდ 12 საათით უნდა იმუშავოს, დანარჩენი დრო კი დასვენებასა და მოსვენებაში გამოიყენოს. დაღლილობისა და სტრესის გამო, რომელთა მიზეზი უძილობა ხდება, ადგილი აქვს ხშირ ავტოსაგზაო შემთხვევას, რაც ბევრჯერ ფატალურად დასრულებულა. ასეთი შემთხვევა 100 000-დან 24, 200 დაფიქსირდა.

image



5. ფანჯრების მწმენდავი.

მოგეხსენებათ, რომ 21-ე საუკუნეში ადგილი აქვს ძალზედ მაღალ და მთლიანად შემინულ კონსტრუქციებს, რაც ხშირად შენობების სისუფთავეში მოყვანას საჭიროებს. იყო გამოკიდებული 103-ე სართულზე, ქარის მოქმედებით ან ელემენტარული შეცდომით მაშინვე ძირს აღმოჩნდები და რაღა თქმა უნდა აქ სიკვდილიც გარანტირებულია.

image




6. ცემენტთან და ბეტონთან მომუშავე.

მათ, ვინც სისტემატიურად მუშაობენ ცემენტსა და ბეტონთან რესპირატორული დაავადებები უვითარდებათ. მშრალი ცემენტი უსაფრთხო ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ მისი წყალთან შერევის შედეგად გამოიყოფა კალიუმის ჰიდროქსიდი, რომელიც ტუტე ნივთიერებაა და სწორედ მისი სუნთქვა ხდება რესპირატორული დაავადებების გამომწვევი მიზეზი.

image




7. მეშახტეები.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მეშახტეების მაღაროებში მუშაობის საფრთხე საგრძნობლად შემცირდა, მაინც დიდ რაოდენობა ფატალურ შემთხვევას აქვს ადგილი ა.შ.შ-ს სტატისტიკით, 2012 წელს 35 მაღაროდან 100 000 მუშის სიკვდილი დაფიქსირდა, რაც გამოწვეულია ნაღმების ამოქმედებით, ნგრევით, მიწისძვრით, სინესტით.

image





8. მენაგვეები.

ერთი შეხედვით რთულს არ წარმოადგენს ნაგვის მანქანაზე მუშაობა, თუმცა უნდა ავღნიშნოდ, რომ ერთ-ერთ საშიშთან ერთად ეს ბინძური სამუშაოცაა, რასთან თანამშრომლობაც ბიოლოგიურ რისკსა და ინფექციური დაავადებების საფრთხეს წარმოქმნის. ასევე სანაგვე მანქანაც, რომელიც ძლიერი ჰიდრავლიკურია, ახდენს სერიოზულ დაავადებას და ზოგჯერ სიკვდილის გამომწვევია.

image




9. სახურავის ოსტატი.

მეტად სახიფათო სამსახურს წარმოადგენს სახურავების გადახურვა. სტატისტიკით 100 000-დან 34 სიკვდილი დაფიქსირდა. დამეთანხმებით ადვილი არ არის ციცაბო ზედაპირზე სამუშაოს განხორციელება, როდესაც საქმე გვაქვს ამავ დროულად ელექტრო სადენებთან.

image




10. ხორცსაკებ მანქანასთან მუშაობა.

მეტად მძიმე და საბედისწერო სამსახური უწევთ ყასაბებს, ვინაიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით დღეში 50 პირუტყვის დანაწევრება და ფარშირება უწევთ, რაც მათ სისწრაფისკენ და ყურადღებისკენ მოუწოდებს, თუმცა ყოველთვის წარმატებით არ ჩაივლის ხოლმე დღე და მცირე დაზიანებიდან ამპუტაციამდეც მისულა საქმე.


image



11. ავტოპილოტები და ფრენის ინჟინერები.

მეტად სახიფათო სამსახურის შესრულება უწევთ ავტოპილოტებსა და ფრენის ინჟინერებს. 2011 წელს 100 000 მუშიდან 56 სიკვდილი დაფიქსირდა დაღლილობის გამო.

image




12. მეხანძრე.

ცეცხლთან გამკლავება ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. ყოველ მეხანძრეს სამუშაოს შესრულების დროს ცალი ფეხი სამარეში აქვს, ვინაიდან ხშირია მინის ჩამტვრევით გამოწვეული ჭრილობები, დამწვრობები ხარისხის მიხედვით, ჩამონგრეული შენობის ნანგრევების ქვეშ მოყოლა და ა.შ.

image


7
132
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
132
  
2014, 4 თებერვალი, 12:31
არ მწყენია ;);)
2014, 4 თებერვალი, 12:23
მიღებულია. :))))))))
2014, 4 თებერვალი, 12:18
კანონგარეშე, აქ სამხედრო პროფესიებზე არაა საუბარი, მხოლოდ სამოქალაქო პროფესიებია. ეგ უკვე ცალკე თემა იქნებოდა:)
2014, 4 თებერვალი, 12:00
ვიხუმრე მეამეა, საწყენად კი არ მითქვამს. :)))
2014, 4 თებერვალი, 11:59
კარგია
2014, 4 თებერვალი, 11:51
მე მაპატიე ჩემო კარგო, სხვა კიდევ უამრავია შენი სამსახურის თამადობით რაღა თქმა უნდა, მაგრამ მითითებულ ბმულზე არ ეწერა სამწუხაროდ. ;)
2014, 4 თებერვალი, 11:50
ჩემი პროფესია რომ გამოგრჩათ! :)))))
მესანგრე ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ცდება...
0 1 7