x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
საინტერესო რუკები
თანამედროვე ტექნოლოგიებმა ადამიანებს მისცა შესაძლებლობა მაქსიმალურად კომფორტულად მოიწყონ თავიანთი ცხოვრება.ალბათ, დღეს აღარავის უკვირს სატელიტური თანამგზავრიდან დანახული ესა თუ ის ადგილი ან მოვლენა.კომპიუტერისა და ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა ამის გაკეთება უკვე უფრო დახვეწილი ფორმით შეიძლება.შეიძლება რუკები, სადაც სხვადასხვა ინფორმაციიაა აღნიშნული გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:


1. საინტერესო რუკები“ჯანმრთელობის რუკა" აჩვენებს დედამიწის რომელ წერტილში რა დაავადება მძვინვარებს.ამ დროისათვის ყველაზე ძლიერი ეპიდემიაა მოდებული ჩინეთის ტერიტორიაზე, ესაა ფრინველის გრიპის H7N9 ფორმის ვირუსი, ჩრდილოეთ ამერიკაში გრიპია გავრცელებული, ქოლერას ებრძვიან ჰაიტიზე, ხოლო იამაიკაზე დაუდგენელი დაავადებაა მოდებული.

რუკის ინფორმაციის განახლებას ათამდე მსოფლიო ორგანიზაცია უზრუნველყოფს.


2. საინტერესო რუკები“მკვლელობების რუკა" აჩვენებს თუ სად რამდენი ადამიანი დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით გამოყენებით.ამჟამად ლიდერობს ლოს ანჟელესი, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 578 ადამიანი მოკლეს.



3.საინტერესო რუკები

“უცხო პლანეტის არსებობის ნიშნების რუკა". იგი აღნიშნავს მსოფლიოს მასშტაბით სად არის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შემჩნეული.ევროპაში მსგავს ფაქტს ყველაზე ხშირად პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთში აქვს ადგილი, მსოფლიოს მასშტაბით კი ნიუ-იორკი, რიო-დე-ჟანეირო და სამხრეთ აფრიკა ლიდერობს.


4.საინტერესო რუკები

“შობადობისა და სიკვდილიანობის რუკა" LIVE- რეჟიმში აჩვენებს თუ სად რამდენი ბავშვი დაიბადა და რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. დაბადებისა და გარდაცვალების სიხშირით ინდოეთია პირველ ადგილზე.

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0