შოუბიზნესი ვისზეა შეყვარებული თიკა ჯამბურია და რატომ გადაწყვიტა იყოს ბედნიერი? 2014, 1 თებერვალი, 21:02
თიკა ახალ კლიპზე მუშაობს, რომელსაც თებერვლის ბოლოს ვიხილავთ. როგორც ჩანს წინ ცეცხლოვანი კლიპი გველის, რადგან საგანგებოდ მისთვის მომღერალმა იმიჯი შეიცვალა და სექსუალურ, თამამად ჩაცმულ ქალბატონად მოგვევლინა. თიკას ახალ იმიჯს ვერ დავუწუნებთ, ფაქტია ძალიან უხდება. გულშემატკივრები და მეგობრები თიკას ახალი იმიჯით აღფრთოვანებულები არიან, კომპლიმენტებსაც არ იშურებენ, რასაც მომღერალი გამოეხმაურა: "თქვენ კლიპი უნდა ნახოთ! საკუთარ თავზე ვარ შეყვარებული". როგორც ჩანს, "საკუთარ თავზე შეყვარებული" მომღერალი თავს მშვენივრად გრძნობს და ბედნიერებისთვის მამაკაცი სულაც არ სჭირდება. "მე გადავწყვიტე ვიყო ბედნიერი, იმიტომ რომ ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის"-წერს თიკა სოციალურ ქსელში. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 387 6-ს მოსწონს
|