x
image
ანარქია
Mediator image
რჩევები - როგორ დავწიოთ წნევა?
imageალბათ ყოველ თქვენგანს ჰყავს თითო-ოროლა ნაცნობი, წნევას რომ უჩივის. ეს არც არის გასაკვირი – არტერიული ჰიპერტენზია ხომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. საზოგადოდ, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზთა ნუსხაში ერთპიროვნულად ლიდერობენ, მათ შორის კი ყველაზე საბედისწერო არტერიული ჰიპერტენზია ყოფილა. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, იგი 18-დან 80 წლამდე ანუ, ფაქტობრივად, ყველა ასაკში გვხვდება და მოსახლეობის 12-50%-ს აწუხებს.

წნევის ცვალებადობა მეტყველებს ორგანიზმის დაზიანებაზე. მაგალითად, მაღალ წნევას თან ახლავს არა მარტო ცუდი თვითშეგრძნება, არამედ მას შეუძლია მიგვიყვანოს ლეტალურ შედეგამდე. ამიტომაც საჭიროა იმოქმედოთ შეუყოვნებლად.

დალიეთ მჟავე, მწვანე ჩაი - მასში არსებული ფლავონოიდები სისხლძარღვების მდგომარეობას აუმჯობესებენ.თუ წნევა გიწევთ ხშირად, მაშინ შეგიძლიათ მიირთვათ ეს სასმელები რეგულარულად – პროფილაქტიკის მიზნით.

ნაკლებად ცხიმიანი საკვები მიიღეთ.
ცხიმიანი საჭმელი წნევას უშუალოდ არ ამაღლებს, მაგრამ ხელს უწყობს ქოლესტერინის ფოლაქების გაჩენას, რომლებიც ჰიპერტონიის დროს სისხლძარღვებზე დატვირთვას კიდევ მეტად ზრდის.


imageსვით ნახარშები.
ბალახების სწორ შეთავსებას შეუძლია წნევის ძალიან სწრაფად დაწევა. საჭიროა შეურიოთ გასნხვავებული პროპორციებით სალის თესლი, კატაბალახა, შავბალახა და დაუმატოთ რამდენიმე მარცვალი ასკილი და კუნელი. დაუმატეთ ადუღებული წყალი, დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ კი დალიეთ.

კალციუმი მიიღეთ.
ცნობილია, რომ კალციუმი ძვლებისთვის სასარგებლოა, მაგრამ ცოტამ იცის, რომ წნევის დაწევას ეხმარება, ვინაიდან ორგანიზმიდან ზედმეტი მარილი გამოაქვს. კალციუმის წყაროა: რძის პროდუქტები, სარდინი, ფოთლოვანი ბოსტნეული სალათა, რეჰანი, ოხრახუში, ქინძი და სხვა მწვანილი, კომბოსტო, ბროკოლი, ჩირი.

0
3911
4-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
3911
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0