სხვა ყველაზე ექსტრემალური და სახიფათო აეროპორტები მსოფლიოში. 2014, 31 იანვარი, 16:17 მოგეხსენებათ, რომ თვითმფრინავი ერთადერთი ხელსაყრელი ტრანსპორტია დედამიწის ზურგზე სწრაფი გადაადგილებისათვის. აეროპორტთა აურაცხელი რაოდენობა არსებობს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მინდა გამოვყო ყველაზე ექსტრემალური და სახიფათო აეროპორტები მთელს მსოფლიოში, რომლებიც საშიშ ასპექტს წარმოადგენენ ფრენის დროს. აი ისინიც:
1. აეროპორტი Juancho E. Yrausquin-ი საბას კუნძულზე. ერთი შეხედვით არაჩვეულებრივი აეროპორტია კარიბის კუნძულებზე, რომლის ასაფრენი ბილიკიც 1300 მეტრია. ამ ძალიან მოკლე ასაფრენ ბილიკს კი გარშემო აკრავს მაღალი კლდეები ციცაბო ფერდობზე, რომლის იქით ოკეანეა. სწორედ ეს კომბინაცია აღნიშნული მიზეზებისა ქმნის ამ აეროპორტს ერთ-ერთ საშიშად. განსაკუთრებით კი უამინდობის დროს არის აქ მეტად რთული აფრენა ან დაჯდომა, რის გამოც მრავალმა ტურისტმა უარი თქვა აქ ჩაფრენაზე. 2. აეროპორტი Cambo Bamba ტიბეტში. მსოფლიოს ყველაზე მაღალ აეროპორტად მოიაზრება Cambo Bamba, რომელიც ზღვის დონიდან 4, 500 მეტრზე მდებარეობს. ასაფრენი ბილიკის სიგრძე კი 3, 5 მილია, ეს სიგრძე კი განსაზღვრულია მეტი სიჩქარის ასაღებად არსებული სიმაღლის გამო, რადგან აფრენა უსაფრთხოდ განვითარდეს. 3. გუსტავ III-ის აეროპორტი ქალაქ სენტ-ბარტელემში. აეროპორტი, რომელიც მდებარეობს კარიბის კუნძულებზე, საკმაოდ მცირე ასაფრენი საშიში ბილიკით იძლევა ოკეანეში ჩავარდნის მკვეთრ მოსალოდნელობას. 4. ყინულის ასაფრენი ბილიკი ანტარქტიდაზე. აქ ასფალტის ასაფრენი ბილიკი პრაქტიკულად არ არსებობს, არც რაიმე სპეციალური ზოლი, ასაფრენ ბილიკს უბრალოდ გაპრიალებული ყინულის მოედანი წარმოადგენს, რომელიც დიდ საშიშროებას იძლევა, ვინაიდან თვითმფრინავის სიმძიმემ შეიძლება ყინული ჩატეხოს, რის გამოც დაკარგავს წონასწორობას და შესაძლოა შეეჯახოს ახლოს მდებარე თვითმფრინავებს. 5. აეროპორტი Courchevel-ი საფრანგეთში. აეროპორტი მდებარეობს საფრანგეთში, კერძოდ მთებ ალპებში, რომელიც განთქმულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტი მთელს ევროპაში. აეროპორტი პირდაპირ მთებში მდებარეობს და რაღა თქმა უნდა საშიშროებას წარმოადგენს. თუმცა უნდა ვაღიარო ერთი ფაქტი, რომ ეს აეროპორტი გამოყენებულია ფილმში "ხვალ არასოდეს მოკვდება", სადაც მთავარ როლს ჯეიმს ბონდი ასრულებს და მას შესანიშნავად გამოუვიდა სწორედ ამ აეროპორტში თვითმფრინავის მართვა. 6. აეროპორტი Toncontin-ი ქალაქ ტეგუსიგალპაში. აეროპორტი კერძოდ ჰონდურასის დედაქალაქში მდებარეობს, რომელიც 1934 წელს შეიქმნა. ყველაზე საშიშ აეროპორტების სიაში მისი შეყვანა ხშირად მომხდარმა კატასტროფებმა განაპირობა, ვინაიდან აქ მხოლოდ ერთი ბილიკია, სადაც თვითმფრინავები აფრენასაც და დაჯდომასაც ერთდროულად ახორციელებენ. 7. Tenzing და Hillary-ს აეროპორტი ნეპალში. 2008 წლამდე აეროპორტი Lukla სახელით იყო ცნობილი, ვინაიდან იგი მდებარეობს ევერესტის მწვერვალზე, რომელიც კარგათ მოგეხსენებათ რომ მრავალი ალპინისტის დაპყრობის მიზეზი იყო და არის, ამიტომ აქ მოგზაურების სახელი დაერქვა აეროპორტს. აეროპორტის საშიშროება კი იმაში მდგომარეობს, რომ მოიცავს მცირე ზომის ასაფრენ ბილიკს, რომელიც ათასობით მეტრის სიმაღლეზეა და ქვემოთ მთებია განლაგებული, გარდა ამისა კი აქ ხშირია უამინდობა, რაც გამხდარა თვითმფრინავის ხშირად ჩამოვარდნის მიზეზი. ბოლო კატასტროფა კი 2010 წლის 12 ოქტომბერს დაფიქსირდა. 8. აეროპორტი Madeira პორტუგალიაში. 2000 მეტრი სიგრძის ასაფრენი ბილიკის მქონე აეროპორტი პორტუგალიაში შეიქმნა 1964 წელს. როგორც ხედავთ ქვის სვეტებზე აგებული ბილიკი პირდაპირ სანაპიროზეა განლაგებული. ყველაზე გამოცდილ პილოტსაც კი შეუძლია აქ კრახი განიცადოს, რადგან თუ ზუსტად ვერ მოხერხდა საფრენ ბილიკზე დაჯდომა, თვითმფრინავი პირდაპირ წყალში აღმოჩნდება, როგორც ეს განიცადა "ბოინგმა 727". 9. გიბრალტარის აეროპორტი. გიბრალტარის აეროპორტი არამარტო ერთ-ერთ საშიშს წარმოადგენს აეროპორტებს შორის, არამედ ყველაზე დატვირთულსაც, რომლის ასაფრენი ბილიკიც პირდაპირ ქალაქის ტრასაზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ შუქნიშნები ავტომატურად ირთვება მისი მოახლოებისას, რისკი მაინც შეიძლება იყოს, თუმცა საბედნიეროდ მსგავსი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. 10. აეროპორტი Princess Juliana. მიუხედავად იმისა, რომ საშიშროებას ბევრი თქვენგანი ვერ დაინახავს ამ აეროპორტში, მაინც უნდა ავღნიშნო, რომ საფრენი ბილიკის შემდეგ თვითმფრინავი პირდაპირ Maho-ს სანაპიროს თავზე გადაიფრენს, სადაც უამრავი დამსვენებელი იყრის თავს. ერთი შეხედვით საშიში არაფერია, თუმცა თუ მოხდა უბედურება და მწყობიდან გამოვიდა ბოინგი, იქ მემგონი წასულია როგორც მგზავრების, ისე დამსვენებლების საქმე. 112 13-ს მოსწონს
|