ასტროლოგია "Curiosity" -იმ დააფიქსირა, როგორ აფრინდა ამო მარსიდან 2014, 30 იანვარი, 12:45 ამო ნათლად სჩანს იმ მრავალრიცხოვან ფოტოებზე, რომელსაც მარსმავალი Curiosity იღებს.უფოლოგები ამტკიცებენ, რომ შესაძლოა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ წითელ პლანეტაზე არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს, მარსმავალის მიერ 2014 წლის 5 იანვარს გადაღებულ ფოტოზე, 23 საათზე 26 წუთზე და 23 წამზე(504-ე მარსის დღე), წინა კამერამ დააფიქსირა მოძრავი ობიექტი, იუწყება Daily Mail-ი.ეს ობიექტი უკან სტოვებს ნათელ კვალს მარსის ცაზე, ვიდეო აღებულია NASA-ს მონაცემთა ბაზიდან, რომელიც მის სერვერებზე ინახება. ენთუზიასტები ამტკიცებენ, რომ ეს უდავოდ უცხოპლანეტელები დაფრინავენ მარსის ცაზე, "თუ კარგად დააკვირდებით ობიექტი მოძრაობს ზევით, ოდნავ მარჯვნივაა გადახრილი და სტოვებს კვალს"-აღნიშნავს მომხმარებელი, რომელმაც უცნაური ობიექტი შეამჩნია. უფოლოგები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი ობიექტი მეტეორი იყოს ან კომეტა, რადგან მას კუდი ქვემოთ კი არ ექნებოდა, არამედ პირიქით ზემოთ, როგორ ძირს დასანარცხებელ ციურ სხეულს ახასიათებს.სხვათა შორის ობიექტი რომ მოძრაობდა, ამის დამადასტურებელია ისიც, რომ Curiosity-ის იმავე კამერით შემდეგ გადაღებულ ფოტოზე, რომელიც 6 წუთისა და 29 წამის შემდეგაა გადაღებული, ამო უკვე აღარ სჩანს.აღსანიშნავია, რომ მარსმავალის მიერ გადაღებული ეს შემთხვევა პირველი არაა, წითელ პლანეტაზე დაჯდომის პირველ დღეებშივე Curiosity-ის კამერებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირა. 160 4-ს მოსწონს
|