x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135687
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების განსხვავება თბილისსა და რეგიონებში
დღეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გავითარება გარკვეულ პროგრესს განიცდის. ამავდროულად, ქვეყანას აქვს ამბიცია და პრეტენზია გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი, რაც გულისხმობს საცხოვრებელი პირობების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის არსებობას. დასავლური ორგანიზაციები როგორიცაა გაერო, ნატო, ევროსაბჭო, მსოფლიო ბანკი და სხვ. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ
საცხოვრებელი პირობების ხარისხს. საქართველოში საბჭოთა კავშირის დანატოვარი, მოძველებული და ცუდად მოწყობილი საცხოვრისებია. თბილისშიც კი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს, საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობის დადგენასა და სივრცითი თუ გეოგრაფიული განსხვავებების გამოვლენას რეგიონების მიხედვით. კვლევის საფუძვლად გამოყენებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2010 წელს ჩატარებული სახლთმფლობელობების შერჩევითი აღწერა.

საქართველოს საცხოვრებელების ძირითადი ნაწილი (80%) აშენებულია საბჭოთა კავშირის დროს. 1960-70-იან წლებში როცა დიდი რაოდენობით „ხრუშოვკის“ ტიპის სახლები აშენდა, მაგრამ მოსახლეობას ვერ აკმაყოფილებდა ვერც რაოდენობით და ვერც ხარისხით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთავარ პრობლემად დარჩა გასაახლებელი საცხოვრებელი ფონდი.


გრაფიკი 1. საქართველოს საცხოვრებელი ფონდის განაწილება აშენების დროის მიხედვით



გრაფიკი 1. საქართველოს საცხოვრებელი ფონდის განაწილება აშენების დროის მიხედვით

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, საგრძნობლად შემცირდა
მშენებლობების რაოდენობა.
საბჭოთა პერიოდში კანონით განსაზღვრული იყო ადამიანზე 9 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართი, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 14 კვ. მ-ს შეადგენს თბილისში, ხოლო საქართველოში 20 - კვ.მ-ს, რაც შეეხება სოფლებს იქ ფართი ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მაღალია, თუმცა ევროპულ სტანდარტებთან შედარებით მაინც ნაკლები.

არასაკმარისი ფართის გამო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაიწყო საცხოვრებლების გაფართოება არალეგალურად „მიშენებების“ ფორმით. ამ მოვლენამ მასიური ხასიათი მიიღო, რამაც იმოქმედა როგორც საცხოვრებელი მასივების იერსახის, ასევე საქალაქო გარემოს ფორმირების ხარისხზე. აღსანიშნავია, რომ მიშენებების ნაწილი დღესაც დაუმთავრებელია.


გრაფიკი 2. საცხოვრებელი ფართი ერთ სულ მოსახლეზე რეგიონების მიხედვით

საცხოვრებელი ფართი ერთ სულ მოსახლეზე რეგიონების მიხედვით

ოჯახებში ოთახების რაოდენობა რეგიონებში, მაგ. გურიაში, გაცილებით მეტია ვიდრე თბილისში. ეს იმით აიხსნება, რომ დედაქალაქში თითქმის აღარ არის ოჯახი, სადაც რამოდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს.


გრაფიკი 3. ოთახების რაოდენობა თითოეულ ოჯახში
რეგიონების მიხედვით

ოთახების რაოდენობა თითოეულ ოჯახში რეგიონების მიხედვით


საქართველოს რეგიონებსა და თბილისს შორის დიდი განსხვავებებია საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის მიხედვით. თბილისში ოროთახიანი საცხოვრებლების საშუალო საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია (42 000 აშშ დოლარი) ვიდრე საქართველოს სხვა ქალაქებში (ახალციხე 10 000).


გრაფიკი.4. ოროთახიანი საცხოვრებლის საშუალო საბაზრო ფასი საქართველოს ქალაქებში


ოროთახიანი საცხოვრებლის საშუალო საბაზრო ფასი საქართველოს ქალაქებში


გრაფიკი 5. განაწილება ოჯახებისა, სადაც ერთ ოჯახში სამ ადამიანზე მეტია


განაწილება ოჯახებისა,  სადაც ერთ ოჯახში სამ ადამიანზე მეტია



2010 წელს ასეთი ოჯახების შემცირების გამომწვევი მიზეზია ფასების ზრდა. ოჯახებს არ აქვთ შესაძლებლობა შესახლდნენ საჭირო ფართის მქონე ბინებში.2004-2008 წლებში თბილისის ცენტრალურ უბნებში 1 კვ.მ ფართის ფასი გასამმაგდა - 400 აშშ დოლარიდან 1 300 აშშ დოლარამდე, თბილისის სხვა ნაწლებში კი - 250 აშშ დოლარიდან 850 აშშ დოლარამდე.

წყლით მომარაგება


ცნობილია, რომ საქართველო უზრუნველყოფილია წყლის რესურსით. თუმცა, მიუხედავად მდიდარი რესურსებისა,
წყალმომარაგება ყოველთვის იყო დაკავშირებული სირთულეებთან. 2000–იანი წლები შუაში წყლის მილების 60% გაუმართავი იყო და სანიტარული პირობებიც არადამკმაყოფილებელი. შედეგად ხდებოდა ავარიები და წყლის დაბინძურება. სისტემური დანაკარგები 40%–ს შეადგენდა. უკანასკნელ ხანებში რამდენიმე საერთაშორისო დონორის დახმარებით რამდენიმე პროექტის განხორციელებით სიტუაცია
შეიცვალა თბილისში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში. წყალმომარაგება
და კანალიზაცია სულ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. დღეისათვის ქალაქების 91%–ს და სოფლად მოსახლეობის 51%–ს აქვს წყალგაყვანილობა თავის ტერიტორიაზე (ეზო/ბინა), ხოლო
ქალაქის მოსახლეობის 8%–ს და სოფლის 45%–ს გააჩნია მიდგომა გაუმჯობესებული წყლის რესურსებთან.
განსაცვრიფრებელი იყო მონაცემები სხვადასხვა რეგიონში სასმელი წყლის მიდგომასთან დაკავშირებით. წყალგაყვანილობა საცხოვრებელში აქვს ოჯახების მხოლოდ ნახევარს. მხოლოდ თბილისი აძლევს წყალს ყველა მსურველს და აჭარა თავისი მოსახლეობის სამ მეოთხედს. ამასთანავე, არც ერთ სხვა რეგიონში იგივე მაჩვენებელი 30%–ს არ აღემატება და ისიც ქალაქებში. ამრიგად, წყალგაყვანილობის წყალი მჭიდროდ კორელირებს რეგიონებში ურბანიზაციის დონესთან. ეს არათანაბარი კომპენსაციებია, მაგარმ მაინც დადებითი მხარეა, რომ საქართველოს სამხრეთი და აღმოსავლეთი რეგიონები (კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე–ჯავახეთი) მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფილია კარმიდამოებში და ბინებში წყალგაყვანილობის წყლით მაშინ, როდესავ დასავლეთ საქრთველოს პროვინციები (სამეგრელო, გურია და იმერეტ) ძირითადად იყენებენ ჭებს საკუთარი მიწის ნაკვეთებიდან სასმელი წყლის მისაღებად. შიდა ქართლს გააჩნია რამდენადმე დაბალანსებული მდგომარეობა, იყენებს რა წყლის ყველა წყაროს.



გრაფიკი 6. ოჯახების სასმელი წყლით მომარაგების სახეები, რეგიონების მიხედვით.


ოჯახების სასმელი წყლით მომარაგების სახეები,  რეგიონების მიხედვით.


ცნობების თანახმად, 2000–იანი წლების შუაში, დღეღამურ პირობებში წყალი იყო მხოლოდ ბათუმის ნაწილში, გორში, სამტრედიაში და თბილისში. ქუთაისა და რუსთავში შესაბამისად დღეღამეში მხოლოდ 8 და 6 საათით. ბოლო ხანებში სიტუაცია რამდენადმე გამოსწორდა, მაგრამ დასახლებათა უმრავლესობაში და მათ შორის დიდ ქალაქებში საკითხი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.
ჩამდინარე წყლების სისტემა მუშაობს მხოლოდ 41 ქალაქში და რაიონში/მუნიციპალიტეტში, რომელთაგან 30–ს გააჩნია გამწმენდი საშუალებები საშუალო საპროექტო სიმძლავრით 1, 6 მლნ კუბ. მეტრი დღეღამეში. გარდაბნის რეგიონული გამწმენდი ნაგებობის ჩათვლით, 1 მლნ კუბ. მ დღეღამეში. მიუხედავად ამისა, იწმინდება თბილისისა
და რუსთავის ჩამდინარე წყლების მხოლოდ 74%. ქუთაისში საედრთოდ არ არის ასეთი ნაგებობა. ხაშური ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელშიც იწმინდება 100%. მაგრამ ყველა გამწმნედი ნაგებობა ცუდ მდგომარეობაშია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ენერგეტიკულმა კრიზისმა, ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრტდასთან ერთად, უარყოფითად იმოქმედა ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა გამწმენდ ნაგებობაზე. მათი უმრავლესობა არ ფუნქციონირებს და ჩამდინარე წლები გაედინება გადამუშავების გარეშე წყლის ობიექტებში. წყლის რესურსების დაბინძურება წარმოადგენს ნაწლავებისა და ინფექციური ენდემური დაავადებების არაპირდაპირ მიზეზს.


სანიტარია/კანალიზაცია


სანიტარი/კანალიზაციის ტიპს განსაზღვრავს აბაზანის არსებობა
საცხოვრებელ სახლებში და ბინებში. სიტიაცია მთლიანობაში რჩება დრამატული, რადგანაც მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტ საშიანო მეუნეობებში არსებობს სანიტარიის ეს შეუცვლელი ელემენტი. თუმცა ზრდის 7 წერტილი 8–დან ბოლო 8 წლის განმავლობაში პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება და სიტუაცია მაინც არადამაკმაყოფილებელი და არასასურველია.

რეგინული განსხვავებები ჩვეულებრივია: თბილისში ის არის 90%–ზე მეტი მაშინ, როდესავ ეკენომიკურად სუსტ სოფლის რაიონებში 10–დან მხოლოდ 3–4 ოჯახს თუ აქვს აბაზანა (სურ. 6.2.). არ შეიმჩნევა გაუმჯობებსების ტენდენციები არც ერთ რაიონში, აჭაერაში 2003–2010 წლებში სიტუაცია გაუმჯობესდა 20 პუნქტით, შემდეგ შიდა ქართლსა და სამეგრელში – პლუს 10 ქულა, მაგრამ ძნელი ასახსნელია გურიაში 12–ბალიანი დაცემა.

ყველაზე საგანგაშო მდგომაეობა არსებობს სამეურნეო საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გაწმენდაშია. ქალაქების მხოლოდ 78 და სოფლის მხოლოდ 4 პროცენტია მიერთებული საკანალიზაციო ქსელთან. რაც შეეხება მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს, ქალაქების 19% და სოფლის 89% გააჩნია მიდგომა გაუმჯწებესებულ სანიტარულ პირობებთან. მხოლოდ თბილისია თითქმის მთლიანად მიერთებული საკანალიზაციო სისტემას და აჭარის ნახევარზე მეტია. დანარჩენ რეგიონებში მიერთებულია 30%–ზე ნაკლები, გურიაში და კახეთში 10% საკანალიზაიო შეკრებების 60% აქ ორმოებია, რომლებსაც პერიოდულად ასუფთავებენ. დიდი აუცილებლობა და აქტუალობა არსებობს წყლამომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების აღდგენისა.



გრაფიკი 7. მოიცავს ინდივიდუალურ და საერთო სარგებლობის საპირფარეშოს მიყვანილს საკანალიზაციო მილით


ინდივიდუალურ და საერთო სარგებლობის საპირფარეშო მიყვანილი საკანალიზაციო მილით



გრაფიკი 8. ოჯახებში სააბაზანოს ქონის პროცენტული მაჩვენებელი, რეგიონების მიხედვით 2003-2010 წლების მონაცემების შედარებით.


ოჯახებში სააბაზანოს ქონის პროცენტული მაჩვენებელი,  რეგიონების მიხედვით 2003-2010 წლების მონაცემების შ


გაზი/გათბობა/ტელეფონი/ელექტროენერგია


ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება საქართველოში სეზონური დისბალანსებით ხასიათდება. ზაფხულში ელექტროენერგიის გამომუშავება მნივნეოვნად აღემატება მოთხონვას, მაშინ, როდესაც ზამთრის განმავლობაში ენერგის დეფიციტი მოითხოვს სათბობის მნიშვნელოვან იმპორტს თბოელექტროსადგურებისათვის.
საკვირველია, რადგან საქართველომ გადალახა ამ მხრივ თითქმის უიმედო 15–წლიანი სიტუაცია 2005 წლამდე. სახელმწიფო პოლიტიკის წყალობით საქართველომ შეძლო მთლიანად დაეკმაყოფილებინა საკუთარი მოთხოვნილება და 2001 წელს ექსპორტზეც კი გაიტანა 600 მლნ კვტ ზედმეტი ენერგია. დღეს მოხმარებული ენერგიის 80% გამომუშავდება ეკოლოგიურად სუფთა და აღდგენადი წყაროებიდან, დანარჩენი 20% გამომუშავდება თბოსადგურებში.
შესაბამისად, როგორც კი წარმატებით გადაიჭრა ელექტროენერგიის ძირითადი პრობლემა, თითქმის მთელი შიდამეურნეობები ქვეყნის
ყველა ნაწილში უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით. ეროვნულ დონეზე ელექტრომომარაგება გაიზარდა 99, 1%–დან 2003 წელს 99, 6%–მდე 2010 წელს.

მას შემდეგ რაც დაინგრა ფართოდ გამოყენებული სითბოთი
მომარაგების სისტემები, გაზი გახდა საცხოვრებელი ნაგებობების გათბობის ძირითადი წყარო. თბილისი ერთადერთი რეგიონია, რომელსაც გააჩნია ბუნებრივი გაზის ცენტრალური სისტემა.
სხვა რეგიონებში ეს პროცესი ჯერ კიდებ გრძელდება ან იწყება. თბილისის მეზობელ ქვემო ქართლში და კახეთში არის შედარებიღ მაღალი კოეფიციენტი გაზის ცენტრალური განაწილების (30%–ზე მეტი), მაშინ როდესაც შავ ზღვასთან არსებულ რეგიონებში აჭარაში, სამეგრელოში და გურიაში, საევე სამცხე–ჯავახეთში ასეთი სისტემა ჯერ არ არსებობს და გათბობის მიზნით გამოიყენება პროპანი.

ძალზე იშვიათია ცხელი წყალი და გათბობა რეგიონებშიმ თბილისისა და აჭარის გარდა. საცხოვრებლების მხოლოდ 20%–ს გააჩნია ასეთი საოპერაციო სისტემები.


image


სატელეფონო კავშირის მიხედვით, ტელეფონით სარგებლობის შემთხვევები საქართველოს მაგალითზე ამგვარად აისახა: თბილისში ეს მონაცემი 90%-ს აღწევს, ხოლო საქართველოში ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გურიაა, რომელიც 10%-საც კი ვერ აღწევს.
ზოგადი სიტუაცია საქართველოში, როგორც ვნახეთ, არასახარბიელოა. იმ სტანდარტებს რომელზედაც პრეტნზია აქვს საქართველოს, დასავლური სივრცისკენ მიმავალ ქვეყანას ის საცხოვრისები და პირობები რომლებიც არის დღეს აშკარაა არ აკმაყოფილებს. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს დასავლური სტანდარტების საცხოვრებლები, რადგან არსებობს :

1. მიწისა და ბეტონის იატაკები

2. მიშენებები

3. ფიცრული გადახურვა


1. ვხვდებით გაუმართავ:

2. ელექტრომომარაგებას

3. გაზმომარაგებას

4. წყალმომარაგებას

5. საკანალიზაციო სისტემას

6. უტილიზაციის სისტემას

თბილისში ყოველი ეს პრობლემა მინიმუმამდე არის დაყვანილი, თუმცა არც აქ არის საუკეთესო პირობები.

0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:სამეა
სამეა
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0