x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509670
პორშეს პირველი ავტომობილი? 1898 წლის ელექტრო ეტლი
პორშეს პირველი ავტომობილი,  ელექტრო ეტლი.

პორშეს თაყვანისმცემლები გეტყვიან, რომ პირველი პორშე იყო 1948 წლის 356. მაგრამ არა, 356 პირველი არ არის. შეიძლება გსმენიათ მსოფლიოში პირველი გაზისა და ელექტრონის ჰიბრიდზე, 1898 წლის Lohner-Porsche Mixte-Hybrid. მაგრამ ესეც არ არის პორშეს პირველი ავტომობილი. პირველი მანქანა, რომელიც ფერდინანდ პორშემ შექმნა, ეს იყო "ეგერ-ლონერ ელექტრო ეტლი, ც.2 ფაიტონის მოდელი"(“Egger-Lohner electric vehicle, C.2 Phaeton model”, შემოკლებით P1.


დიახ, ეს სიმართლეა, იგი ელექტროობაზე მუშაობდა. P1 ნიშნავს "Porsche No. One", ანუ "პორშე ნომერი ერთი". ეს იყო პირველი ავტომობილი, რომელიც ავსტრიაში დაარეგისტრირეს. იგი ვენის ქუჩებში დადიოდა 1898 წლის 26 ივნისიდან. როგორც იმდროინდელი სხვა ავტომობილები, ესეც იყო ერთი პატარა ეტლი, რომელსაც ჰქონდა საჭე და ხანდახან ცხენსაც აბამდნენ.


იმ დროინდელი ეტლების მოტორები გარეთ იყო, 130 კილოს იწონიდა და 3 ცხენის ძალა ჰქონდათ. ეს ხომ 1898 წელი იყო ბოლოსდაბოლოს. თუმცა 23 წლის ფერდინანდ პორშე ინოვაციით გამოვიდა და მან შექმნა მოტორის "გადატვირთული" ვერსია, რომელსაც 5 ცხენის ძალა ჰქონდა და სრული დატვირთვის შემთხვევაში 1, 350 კილოგრამიან ეტლს 9.72 მ/წმ-ით ამოძრავებდა(35 კმ/სთ.).



საშუალო სიჩქარით სიარულისას ეტლი გამოსადეგი იყო 80-100 კილომეტრის გასავლელად. ეს შედეგი კი იმ დროინდელ სხვა ბენზინზე მომუშავე ძრავით აღჭურვილ ავტომობილებსაც კი საგრძნობლად უსწრებდა.


თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორშეს ავტოსპორტის ისტორიის ფესვები სწორედ P1-ით იწყება. P1-მა 1899 წელს შეძლო 40 კილომეტრიანი სარბოლო ტრასის დაფარვა, ეს კი იმდროინდელი 28 ავტომობილიდან, 14-ზე მეტმა ვერ შეძლო.


P1-ის მხოლოდ 4 მოდელი შეიქმნა. სურათზე მოცემული მოდელი იპოვეს ავსტრიის ერთერთ საწყობში. როგორც აღმოაჩინეს, ეს მოდელი ამ საწყობში 1902 წლიდან ინახებოდა. მოდელი ორიგინალია და ამჟამად შტუტგარტის პორშეს მუზეუმში ინახება.


სურათები:

imageimageimageimageimage




0
79
3-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა ქურდიანი
ლუკა ქურდიანი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0