სხვა გიყვართ ყავა? 2014, 29 იანვარი, 13:06 გიყვართ ყავა? რა თქმა უნდა, რატომ? იმიტომ, რომ სასიამოვნო სასმელია, სურნელიც მხიბლავს და ყავის შემდეგ, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. დღესდღეობით, 70 სახეობის ყავა არსებობს, მათგან ყველაზე პოპულარულია: რობუსტი და არაბიკა. ყავა კი არ ვნებს გულს, არამედ მისი ზომიერად მიღება აუმჯობესებს გულის კუნთების ფუნქციას. შოტლანდიელი მეცნიერების დაკვირვებით, მათ ვინც დღეში ერთ ან ორ ფინჯან ყავას სვამს, გულისა და სისხლძარღვების დაავადებათა რისკი ნაკლებათ აქვთ. ექიმებს მიაჩნიათ, რომ გულისთვის უკეთესია მიირთვათ დაფქული ყავა რძესთან ერთად. ასევე არ შეიძლება ყავის რამდენჯერმე ადუღება, გაცხელება, ასეთი სასმელი გულზე ცუდად მოქმედებს.ყველაზე ძვირადღირებული ფინჯანი ყავას იაპონიაში მოგართმევენ. იამაიკური რომით შეზავებული Jamaica Blue Mountain 30 ევრო ღირს. 1940 წლიდან იაპონიაში ყავას ყინულით მიირთმევენ. ამომავალი მზის ქვეყანაში ყავახანს Kissaten ჰქვია. იაპონიაში 1-ლი ოქტომბერი ყავის დღედაა გამოცხადებული.ყავის ფილტრი 1908 წელს გერმანელმა მელიტა ბენცმა დაამზადა. პირველი ესპრესოს ავტომატი იტალიაში 1906 წელს დაამზადეს. ასევე შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ: 142 5-ს მოსწონს
|