x
image
K.P.
ვინ არის და რას საქმიანობს ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარი ნიკოლოზ გეგუჩაძე
image





ყველასათვის ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სულ პატარა დაოჯახდა. 16 წლის იყო როდესაც გათხოვდა რამდენიმე წლით უფროს ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. ნიკოლოზი საკმაოდ პერსპექტიული კაცი გახლდათ, მალევე ბანკში დაიწყო მუშაობა და მისი მთავარი საფიქრალი კარიერული წინსვლა გახლდათ, ნანუკას კი ტრადიციული ქართველი დიასახლისის იმიჯი ჰქონდა მორგებული, შესანიშნავ ხაჭაპურს ვაცხობდი და სარეცხსაც ხელით ვრეცხავდიო. როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, რასაც მესამე ადამიანის, ქალბატონის გამოჩენა მოჰყვა... 18 წლის ორსულ ნანუკას ოჯახი დაენგრა. მას შემდეგ ჟურნალისტი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დასაკარგი ქალი არ იყო და ხაჭაპურის ცხობის გარდა სხვა რამეც შეეძლო.image

ნიკოლოზი ერთხანს იმ ქალთან ცხოვრობდა, ვის გამოც ოჯახი დაინგრა, თუმცა ცოლად სულ სხვა ქალბატონი, პროფესიით ექიმი ნინო ემხვარი მოიყვანა. ნანუკას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს, მარიამ გეგუჩაძე, რომელსაც დედინაცვალთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ნიკოლოზს მარიმის გარდა კიდევ 2 ვაჟი ჰყავს, რომლებიც ასაკით პატარები არიან.

ნანუკა ჟორჟოლიანი კი დაქორწინებულია ირაკლი კოდუაზე. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს საბა... ნანუკა დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტია. მისი მეუღლე ირაკლი კოდუა "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა. ნანუკას მტკიცებით, კი განშორებამ სიყვარული უფრო გააძლიერა.


imageimageimageimageimage





0
3070
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
3070
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0