სხვა საინტერესო გამონათქვამები 2014, 28 იანვარი, 14:55 რაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, როგორც უნდა შეგაწუხოს და დაგზაფროს მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი. ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს, ღმერთი ახალ კარს გააღებს, მხოლოდ შენთვის! იყავი მადლიერი! მადლიერება იოლია, როცა დალხინებული ხარ. იმისთვის იყავი მადლიერი, რაც მოგეცა და იმისთვისაც, რაც არ მოგეცა, რადგან იცოდე, ასეა საჭირო!!! ახლად დაქორწინებულმა ცოლმა და ქმარმა გადაწყვიტა, რომ არავისთვის კარი არ გაეღოთ, ვინც მათთან მოვიდოდა სახლში. პირველივე დღესვე ახალ წყვილთან მოსანახულებლად ბიჭის მშობლები მივიდნენ. როდესაც მშობლები კარის გაღებას ელოდებოდნენ, წყვილი კარებთან იდგა. ერთმანეთს გადახედეს, ქმარს ძალიან უნდოდა გაეღო კარი, მაგრამ როგორც დათქმული ჰქონდათ, სიტყვა არ გატეხეს, ისე მოიქცნენ და კარი არ გააღეს. მშობლები წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ იმავე დღეს, წყვილის მოსანახულებლად გოგონას მშობლები მოვიდნენ. წყვილი ისევ კართან იდგა, გადახედეს ერთმანეთს, ფიქრობდნენ. ამ დროს გოგონას ხმამაღალი ტირილი წასცდა „მე არ შემიძლია ეს გავუკეთო ჩემს მშობლებს“ და კარი გააღო. ქმარმა არაფერი არ თქვა. გავიდა წლები, მათ 4 ვაჟიშვილი ეყოლათ და ბოლოს მეხუთე გოგონა შეეძინათ. დაბადების დღეს მამამ ძალიან დიდი წვეულება მოაწყო და შეეცადა ყველა დაეპატიჟებინათ მათი სანაცნობოდან. ღონისძიებამ მართლაც შთამბეჭდავად ჩაიარა და ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. როდესაც დღე დამთავრდა, საღამო ჟამს, მეუღლემ ჰკითხა ქმარს თუ რა იყო მიზეზი ასეთი გრანდიოზული წვეულებისა, რომ ამდენი ცნობილი პიროვნება დაპატიჟა, ყველა ნათესავს გააგებინა, არავინ არ გამორჩენია, რატომ ადრე ასე არ მოქცეულა არცერთ შვილზე. მეუღლემ ძალიან მარტივად უპასიხა: “ის ერთადერთია, რომელიც, როცა დავაკაკუნებ, კარს გამიღებს! მძულს დრო...მისი გაჩერება შეუძლებელია! მძულს ტყუილი...ის დიდ ტკივილს მაყენებს! მძულს ცრემლები...ისინი სისუსტეს ამჟღავნებენ! მძულს სიყალბე...რადგან მას ყოველდღე ვხედავ! მძულს სიცილი...როცა მტკივა! "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში მთავარია იდგე მყარად, მიუხედავად იმისა, რომ დინება ძალიან ძლიერია. მაგრამ, ახლა მგონია, რომ არაფერია იმაში ცუდი, თუ დინებას მიჰყვები, მთავარია მან სწორი მიმართულებით წაგიყვანოს." ცხოვრება მონეტას ჰგავს, ბედნიერება და უბედურება მისი ორი მხარეა, მონეტის აგდების შემდეგ მხოლოდ ერთი მხარის დანახვაა შესაძლებელი, თუმცა, გახსოვდეს, მეორე მხარე ყოველთვის უცდის თავის რიგს. რაც არ უნდა მისცე ქალს, ის უფრო მეტს მოგცემს. აჩუქებ მას ოჯახს, - ის გაჩუქებს ბავშვს. აჩუქებ მას სახლს, - ის გაჩუქებს კომფორტს მასში. აჩუქებ მას ღიმილს, - ის გაჩიქებს თავის გულს. ქალი ყველაფერს ამრავლებს და ზრდის. ყოველთვის გახსოვდეს ეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დააპირებ ბოროტების ჩადენას მის მიმართ. დამიჯერე, ის უფრო დიდი ბოროტებით გიპასუხებს. "ამქვეყნად არის ისეთი ღირებულებებიც, რომელიც, რა კუთხიდანაც უნდა შეხედო, მაინც უცვლელია და ყველა ადამიანისათვის ერთნაირად ფასეული ეს სიყვარულია." 379 3-ს მოსწონს
|