x
image
აბრაგი
სტატუსები
imageშენი
არაა ის ადამიანი, რომელიც შენთან "კარგად გრძნობს თავს" - შენთან თავი
კარგად შეიძლება ასობით ადამიანმა იგრძნოს. შენია ადამიანი, რომელიც "შენს
გარეშე ცუდად გრძნობს თავს!!




ადამიანი, რომელიც გიმტკიცებს, რომ ძალიან უყვარხარ და საკუთარ უყურადღებობას მოუცლელობას აბრალებს, უბრალოდ - ცრუობს.




იყო დრო როდესაც მინდოდა მომეწერა შენთვის და მეთქვა თუ რა ძალიან მომენატრე მაგრამ ამის სურვილი გამიქრა და ეს შენი ბრალია..




წამოდი წავიდეთ სადმე მხოლოდ მე და შენ და იქ ვერავინ შეგვიშლის ხელს ვიყოთ ბედნიერები! მე ხომ ყველაფერზე თანახმა ვარ! ვარ არანორმალური, შენი სიყვარულით შეშლილი.





სიყვარული, მონატრება, ტკივილი ცრემლი.. ცრემლი, რომელსაც უშენობა იწვევს და რომელსაც ვცდილობ არ მივცე თვალებამდე მიღწევის საშუალება და რომლებიც მაინც ასე ჯიუტად მოიწევენ ჩემი თვალებისკენ...




სანამ სახლიდან გახვალთ, არ დაგავიწყდეთ თავზე ბედნიერების დახურვა და კისერზე იღბლის შემოხვევა. ასე უფრო ლამაზად და თბილად იქნებით.




ღრმა ბავშვობაში, როცა დედა მომიჯდებოდა და ჩემს დიდ კარაქიან პურს გადააქცევდა ხოლმე "მატარებლის ვაგონებად", ვერ ვაცნობიერებდი რა ბედნიერი ვიყავი...






ყოველ გამვლელს ნუ ენდობი, დამიჯერე,
არც ყველასთან მეგობრობა არ იქნება!
მოერიდე თაღლითებს და გაიძვერებს,
თორემ საქმე სანანებლად გაგიხდება.

არ ემოყვრო, არ ემონო არამზადას
და უზომო ქება თვალს ნუ აგიჭრელებს…
თუ ღირსება შეგელახა ალალ-მართალს,
ღვარე ცრემლი – აღარავინ დაგიჯერებს.








დააკვირდით პატარა ბავშიც კი იტანჯება, როდესაც ზამთრის სუსხიან დღეს იმედი აქვს რომ მოთოვს, ფანჯარაში გაჰყურებს ანთებულ პროჟექტორს რადგან უნდა დაინახოს როგორ იწყება თოვა, მაგრამ ვერ ხედავს. შემდეგ ამაზე ფიქრით იძინებს და მეორე დილას აღარც კი ახსოვს ეს. ეს არის განსხვავება ჩვენს, ზრდასრული ადამიანების ტანჯვასა და “პატარა ადამიანების” ტანჯვას შორის. ჩვენთვის მეორე დილა ძალიან იშვიათად თენდება, ხანდახან ისე თენდება შეიძლება ვერც კი შევამჩნიოთ.







ზოგჯერ ცხოვრება მუხლებზე დაგცემს,
მაგრამ არ უნდა შეწყვიტო ბრძოლა,
თუკი თავს დახრი, ნუ ელოდები,
რომ წარმატება თავისით მოვა...
თუ დაეცემი, ნუ შეშინდები,
წინსვლისთვის ძალას ყოველთვის ჰპოვებ,
მუდამ გახსოვდეს უფლის შვილი ხარ,
ის კი არასდროს მარტო არ გვტოვებს...







შენ მე არ გიცნობდი თუმცა მიყვარდი
შენ მე არ მიცნობდი თქვი რომ გიყვარდი
მოდი ნუ დავამსხვრევთ ამ უცნობ სიყვარულს
ნურასდროს მეტყვი გადამიყვარდი.


0
164
2-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0