x
მეტი
  • 10.11.2024
  • სტატია:138155
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511891
აჭარული ხაჭაპური (ქართული სამზარეულო)
ინგრედიენტები 6 ხაჭაპურისათვის:

ცომისათვის:

თბილი რძე - 250 მლ.

გამდნარი მარგარინი - 125 გ.


კვერცხი - 1 ცალი

ფქვილი - 500 გ.

საფუარი - 25 გ.

მარილი - ერთი მწიკვი

შაქარი - ნახევარი მწიკვი


ცომის მომზადება:

თილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ ცოტა შაქარი და ერთი მწიკვი მარილი. ავთქვიფოთ კვერცხი მარგარინთან ერთად და ავურიოთ ყველაფერი ერთმანეთში. შემდეგ დავუმატოთ ფქვილი დ მოვზილოთ. დაველოდოთ ცომის ამოფუებას, რის შემდეგაც საცხობ ტაფაზე მოვათავსოთ ნავის ფორმის ცომის მასა.


აჭარული ხაჭაპური (ქართული სამზარეულო)


ინგრედიენტები ხაჭაპურის გულისათვის:

ყველი (უმჯობესია სულგული) - 400 გ.

კვერცხი - ხაჭაპურების რაოდენობის მიხედვით

კარაქი - გემოვნებით

მწვანილი - მოსართავად


მომზადება:

20 სანტიმეტრის მქონე სიგრძის ოვალში მოვათავსოთ გახეხილი ყველი. ოვალს ამოვუკეცოთ გვერდები, რათა არ გადმოცვივდეს ყველი. შევდგათ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე (სანამ ცომი ოქროსფერი არ გახდება). ამის შემდეგ გამოვიღოთ ხაჭაპური და გულში მოვათავსოთ თითო კვერცხი (შესაძლებელია ორიც) ისე, რომ კვერცხის გული არ გასკდეს. ამის შემდეგ შევდგათ ისევ აირღუმელში მანამ, სანამ ცილა ოდნავ არ შესქელდება (გული უნდა დარჩეს თხევადი). ამის შემდეგ გამოვიღოთ ხაჭაპური, ზემოდან დავადოთ კარაქის ნაჭერი, მოვაყაროთ სუნელები გემოვნებით, გავაფორმოთ მწვანილით და...


გემრიელად მიირთვით

















0
166
4-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0