შოუბიზნესი როგორი დედინაცვალია ლელა წურწუმია და ვინ არის მისი 20 წლის გერი? 2014, 28 იანვარი, 1:51 ![]() ლელა წურწუმია ყველასათვის ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია. ის დაქორწინებულია კახა მამულაშვილზე, მამულიჩაზე. წყვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, 11 წლის მარიკო. მამულიჩა ლელას პროდიუსერია. მას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ნიკოლოზი. ის მამისაგან შორს, ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობს და საქართველოში წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოდის. მამა-შვილი ერთმანეთთან ურთიერთობას ძირითადად ინტერნეტის მეშვეობით ახერხებს. მამულიჩა პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზად ასაკს ასახელებს, თვლის, რომ წლების მატებასთან ერთად ბევრი რამის გადაფასება ხდება. პირველ მეუღლესთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს, მათ ხომ საერთო შვილი ჰყავთ... ახლა ის შვილს ურჩევს მისი შეცდომა არ გაიმეოროს და დაოჯახება არ იჩქაროს. ![]() რაც შეეხება მარიკოს ის კარგად მღერის მაგრამ ლელა ცდილობს ამაზე ყურადღება არ გაამახვილოს, მირჩევნია კარგად ისწავლოს, სიმღერას კი ყოველთვის შეძლებსო. მომღერალი მკაცრი დედა არ გახლავთ, მაგრამ ცდილობს ქალიშვილს ბავშვობა არ დაუკარგოს და ზედმეტად არ გაათამამოს. ![]() ![]() ![]() ![]() 1608 5-ს მოსწონს 2-ს არა
|