სხვა 8 წლის ბიჭმა 61 წლის ქალი შეირთო ცოლად. 2014, 26 იანვარი, 20:23 დღეს ისეთი ამბების მომსწრენი ვხდებით, ალბათ ბევრ ამბავზე აღარც კი რეაგირებთ, მაგრამ სტატია, რომელსაც შემოგთავაზებთ შთაბეჭდილების გარეშე ნამდვილად არ დაგტოვებთ. სათაურით თუ ვიმსჯელებთ "8 წლის ბიჭს 61 წლის ქალი შერთეს ცოლად".
ეს გამაოგნებელი ამბავი პატარა ბიჭუნას წინაპრის გამოძახებულმა სულმა განაპირობა, რომელმაც მას ბედნიერი ქორწინება სწორედ ამ ქალბატონზე- 61 წლის "ჰელენ საბანგუზე" მიუთითა. ჰელენი უკვე გათხოვილი და 5 შვილის დედა გახლავთ, თუმცა მაინც მოუწია 8 წლის "სანელ მასილელაზე" დაქორწინება. ახალგამომცხვარი ოჯახის უფროსის (სანელი) ნათესავები ამბობენ, რომ ამ ყველაფერს რიტუალის თვალით უნდა შეხედოთ, რადგან ეს კავშირი სულაც არ ავალდებულებს არცერთ მხარეს ერთად ცხოვრებას. ქორწინების შემდეგ ჰელენი დაუბრუნდება ოჯახს, ასევე სანელიც დაბრუნდება სკოლაში და განაგრძობს ჩვეულ ცხოვრებას. როდესაც გავიზრდები და სწავლას დავამთავრებ, ჩემი ასაკის ქალზე აუცილებლად ვიქორწინებ, ამ რიტუალთან დაკავშირებით ვერანაირ გართულებასა და პრეტენზიას ვერ ვხედავ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების წინაშე დიდი განკითხვის თემა წამოვჭერით- ამბობს 8 წლის სანელი. 171 17-ს მოსწონს
|