x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ნინო ანანიაშვილი მსოფლიოს უმდიდრესი ბალეტის მოცეკვავეების ხუთეულში.

image

ერთ-ერთმა ამერიკულმა საიტმა, სადაც უმდიდრესი ადამიანების
ჩამონათვალი სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით ხშირად ქვეყნდება, რამდენიმე თვის წინ შეადგინა მსოფლიოს უმდიდრესი ბალეტის მოცეკვავეების ხუთეული, სადაც ჩვენთვის კარგად
ნაცნობი ნინო ანანიაშვილი მე-5 ადგილს იკავებს. ალბათ არ არის საჭირო მისი ბიოგრაფიისა და დამსახურებების შეხსენება, რადგან მას ყველა სატელევიზიო გადაცემაში ამის შესახებ აყოლებენ. დღეს ის თბილისის ოპერისა და ბალეტის
საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია და მიუხედავად თავის ასაკისა (მარტში მას 50 წელი შეუსრულდა), შეძლებისდაგვარად ხშირად აქვს ქართველ თუ უცხოელ მაყურებელს მისი სცენაზე ხილვის შესაძლებლობა.
სტატიაში მის წლიურ შემოსავალზე არაფერია ნახსენები, მაგრამ
მისი წარმატების და მსოფლიო აღიარების დასამტკიცებლად მოყვანილია მისი გამოფენის მაგალითი. კერძოდ, ცოტახნის წინ, პრიმა ბალერინამ გააკეთა თავისი პუანტების (ბალეტის ფეხსაცმელი)
გამოფენა, რომლებითაც ესა თუ ის სპექტაკლი შეუსრულებია. ამ გამოფენის შედეგად ქართველმა ბალერინამ 30 000 დოლარი გამოიმუშავა, როგორც ეს ამერიკული საიტი გვამცნობს.

ამ ხუთეულში ასევე შედიან სილვია გილიემი (წელიწადში
850 000 დოლარი), ბენჟამენ მილპიე (წელიწადში 900 000 დოლარი), რუდოლფ ნურიევი (მისი შემოსავალი 7.9 მილიონს აღწევს). სიაში პირველ ადგილს იკავებს მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც 45 მილიონი დოლარის მფლობელია.





0
739
14-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0