x
ლონდონში ინტერნეტის ყველაზე დიდ სიჩქარეს 1.4 ტერაბიტ წამში მიაღწიეს

BT-მ და Alcatel-Lucent-მა მიაღწიეს ინტერნეტის ყველაზე მაღალ სიჩქარეს. ლონდონში ტესტირებების დროს სიჩქარე იყო 1.4 ტერაბიტი წამში, ეს იგივეა რაც 44 HD ფილმი გადმოწეროთ 1 წამში. ტესტირებები ჩაატარეს BT Tower-სა და Adastral Park, Ipswitch-ს შორის, მათ შორის მანძილი კი 410 კილომეტრია. ამისათვის მათ გამოიყენეს ბოჭკოვანი კაბელები, რომლის ინფორმაციის გადაცემის ეფექტურობა 42.5%-ით გაზარდეს. თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ ჰქონდეთ 1.4 ტერატიბიტი სიჩქარის მქონე ინტერნეტი – განაცხადა Point Topic-ის დირექტორმა.

0
17
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერიკა სადუნიშვილი
ბერიკა სადუნიშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0