სამოქალაქო ქუთაისში ერაყელი სტუდენტი სცემეს 2014, 24 იანვარი, 20:55 ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერაყელი სტუდენტი, ახალგაზრდებმა წარმომავლობის გამო სცემეს. იგი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ნაცემი სტუდენტი ამდრომდე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება. "ჩვენი ინფორმაციით, ერაყელი სტუდენტი უბნის ახალგაზრდებმა სცემეს. მოტივი რა იყო ნამდვილად ვერ გეტყვით, "-ამბობენ უნივერსიტეტში. 1071 5-ს მოსწონს
|