x
image
FABIO
"ბარსელონას" პრეზიდენტი გადადგა!

imageოფიციალურად: როსელი გადადგა, „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი ბართომეუა.
სანდრო როსელი, რომელიც „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2010 წლის არჩევნების შედეგად გახდა, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. როსელის ვადის ამოწურვამდე, ანუ 2016 წლის არჩევნებამდე კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იქნება, რომელიც, აქამდე, სპორტულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

კლუბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პრესკონფერენცია ხვალ გაიმართება და დასმულ შეკითხვებსაც პასუხი ამ დროს გაეცემა.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:FABIO
FABIO
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0