სკანდალი – პორნოსაიტზე აკაკი წერეთლის "თხზულებანი", ქართველი ძმების "წყალობით" მოხვდა.
ერთი კვირის წინ, სოციალურ ქსელში უცნაური ფოტო გავრცელდა. ლოგინზე წამოწოლილი ახალგაზრდა წყვილი ინტერესით კითხულობდა აკაკის წერეთელის „თხზულებანს“.
უცნაური ამ ამბავში ალბათ არაფერი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ კადრი ერთ-ერთი რუსული პორნოსაიტიდან გახლდათ აღებული და ახალგაზრდა წყვილი წიგნის „წაკითხვის“ შემდეგ სექსით კავდებოდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლებს ეს ფოტო თავდაპირველადნ "ფოტოშოპი" ეგონათ, მაგრამ მას შემდეგ, კიდევ რამდენიმე ფოტო გავრცელდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, თუ საიდან მოხვდა გენიალური ქართველი მწერლის წიგნი პორნოგრაფიაში.
როგორც შემდეგ გაირკვა, ამ უცნაური ისტორიაში „დამნაშავეები“, რუსეთში მოღვაწე პორნოგიგანტი ძმები ალექსანდრე და თემურ ბედენაშვილები აღმოჩნდნენ. სწორედ მათ ეკუთვნით საიტი, სადაც აღნიშნული კადრი გავრცელდა.
ძმებმა თავისი რამდენიმეწლიანი მოღვაწეოობით რუსულ პორნოინდუსტრიაში სახელი გაითქვეს და მათი ფილმები დასავლეთშიც ექსპორტირებულია.
რაც შეეხება აკაკი წერეთელის „თხზულებანს“, ქართველმა ძმებმა სავარაუდოდ საოჯახო ბიბლიოთეკით ისარგებლეს.
რთულია დაიჯერო, რომ ლოგინში მონებივრე წყვილიდან, რომელიმეს მაინც შეუძლია ქართულად კითხვა, ან გაუგიათ მაინც ვინ არის აკაკი წერეთელი და მითუმეტეს „თხზულებანში“ რაიმე სასაცილო ამოიკითხეს.