სხვა რატომ გაეზარდა ბიჭს ხელი ფეხზე. 2014, 24 იანვარი, 13:20 სათაურით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ბევრმა თქვენგანმა წარმოიდგინა, რომ თანდაყოლილ ანომალიაზეა საუბარი სტატიაში, თუმცა მინდა გამცნოთ დაწვრილებით იმის შესახებ თუ როგორ დაიწყო ჩინელი ბიჭის “Qsiao Veis” მარჯვენა ხელის მტევანმა მისივე ფეხში ზრდა.
ქსიაოს უბედური შემთხვევა თავს სამსახურში დაატყდა, როდესაც დანადგარში ჩაჰყვა მარჯვენა ხელი. მანქანას არ შეუწყვიტავს მუშაობა და მარჯვენა ხელის მტევანი ისე მოსწყვიტა, რომ თქვენდა გასაოცად ფეხთან მიაჭყლიტა და სანამ თანამშრომლებმა არ გამორთეს დანადგარი, ქსიაომ ვერ გააცნობიერა თუ რა ხდებოდა მის თავს, ეს ყველაფერი ისე ექსტრემალურად მოხდა. რაღა თქმა უნდა სასწრაფო დახმარების მანქანას დროულად გამოუძახეს და ქსიაო გადაყვანილი იქნა მედ ცენტრში, სადაც სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, თუმცა ქალაქ Changsha-ს მედიცინის დოქტორთა განცხადებით ვერ მოხერხდებოდა ხელის მტევანის შენარჩუნება. "მე ჯერ ახალგაზრდა ვარ და მთელი ცხოვრება წინ მაქვს, ვერ წარმომედგინა როგორ ვიარსებებდი მარჯვენა ხელის გარეშე"-ამბობს დაზარალებული ქსიაო. მისი ექიმი იმდენად შეწუხდა არსებული სამწუხარო რეალობით, რომ შევიდა ბიჭის მდგომარეობაში და მიასწავლა მედ ცენტრის მისამართი, სადაც ასეთ შემთხვევაში მეტი გამოცდილება და რაც მთავარია ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობა გააჩნდათ. ქსიაოს ჰქონდა აგრეთვე მრავლობითი მოტეხილობა ძვლების და მკურნალობა და ოპერაცია არ აღმოჩნდა იოლი, რასაც ერთი თვე დასჭირდა. ექიმების მიერ გაწეული დიდი შრომის ფასად მოხერხდა ხელის მტევანის კუთვნილ ადგილას დაბრუნება, რაც მთავარია კი რამოდენიმე ოპერაცია კიდევ და ხელი განაგრძობს ძველი, ჩვეული რითმით ფუნქციონირებას- ირწმუნებიან ექიმები. 815 15-ს მოსწონს
|