x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანს სამსახურში ყველაზე უცნაური სიურპრიზი დახვდა
imageჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი გადაცემა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" ბევრი კრიტიკის შემდეგ ქართველმა მაყურებელმა შეიყვარა.


ჟურნალისტს სამსახურში სიურპრიზი დახვდა, ტორტი, რომელზეც "ნანუკას შოუს" სტუდია და თავად ჟურნალისტი იყო გამოსახული. "ყველაზე უცნაური სიურპრიზი რაც კი სამსახურში დამხვედრია! დღე კარგად დაიწყო"-წერს ნანუკა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და რამდენიმე ფოტოსაც აქვეყნებს. როგორც გაირკვა ჟურნალისტს სიურპრიზი არ გაუსინჯავს, ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო და არ უნდა შრომა წყალში ჩაეყაროს. "იყო და არა იყო რა. ამბობენ, რომ იყო ძალიან გემრიელი"-წერს ნანუკა... ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა კი სიამოვნებით დააგემოვნეს ნანუკას სიურპრიზი... ვისგან იყო ეს სიურპრიზი ჯერჯერობით უცნობია... უნდა ვივარაუდოთ, რომ "სიურპრიზის ავტორმა" ჟურნალისტის დიეტის შესახებ არაფერი იცოდა...image

image

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დაქორწინებულია ირაკლი კოდუაზე. ირაკლი ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ ნანუკას აზრით განშორება ურთიერთობას უფრო ამყარებს. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს-საბა. ნანუკას პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილი, მარიამ გეგუჩაძე, რომელსაც რამდენიმე სეზონის მანძილზე საკუთარი რუბრიკა ჰქონდა "ნანუკას შოუში". ვუსურვოთ ნანუკას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... imageimage



0
294
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0