x
image
K.P.
სოფო ნიჟარაძე უკრაინას უმღერის, ანუ როგორ გამოხატავენ ცნობილი ქართველები უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობას
image
























უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება ქართველი საზოგადოების ნაწილი და მეგობარი ქვეყნის მოსახლეობას სოლიდარობასაც უცხადებს.

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ უკრაინას სიმღერა მიუძღვნა და ასე სცადა ევრომეიდნელების გამხნევება.




imageაქტიურადაა ჩართული მიმდინარე პროცესებში ია ფარულავაც. "დღეს საღამოს 7 საათზე ყველა ვიკრიბებით უკრაინის საელჩოსთან, ახლა არ შემეკითხოთ რატომ?"-წერს ია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. მსახიობმა გუშინ "რუსთავი 2"-ზე გამართულ გადაცემაშიც მიიღო მონაწილეობა, უკრაინელ ხალხს მოუწოდა არ დანებებულიყვნენ და გამბედაობაც შეუქო.


image

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი გადაცემა ერთი კვირით გადადო. "უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა რუსთავი 2-ის საეთერო ბადე. შესაბამისად, ნანუკას შოუ დღევანდელი დღის ნაცვლად გავა შემდეგ ოთხშაბათს. გიხდით ბოდიშს, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ მიზეზი იმდენად საპატიოა, რომ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი ერთგული მაყურებლებიც დაეთანხმებით. დიდი მადლობა ასეთი მოლოდინისთვის. პირობას გაძლევთ შემდეგ ოთხშაბათს ჩვენ ამ მოლოდინს გაგიმართლებთ"-წერდა ნანუკა სოციალურ ქსელში. ამის გარდა, მან საკუთარი ფოტოც გამოაქვეყნა ცისფერი და ყვითელი ბუშტებით ხელში წარწერით: "სოლიდარობა უკრაინელ ხალხს".

image

აქტიურადაა ჩართული მიმდინარე პროცესებში დეპუტატი მარიამ საჯაია. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა პარლამენტარი ამერიკაში იმყოფება სასწავლებლად სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ამჯერად მარიამი ცალსახად ევრომეიდნელების პოზიციაზეა და ქართულ და უცხოენოვან ინფორმაციას იზიარებს და მათზე საკუთარ მოსაზრებასაც გამოთქვამს.

image

მიმდინერე მოვლენებს არ გამოხმაურებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იგი რამდენიმე კვირის წინ უკრაინაში იმყოფებოდა, ევრომეიდანზე სიტყვითაც გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილს ამჟამად უკრაინაში ჩასვლა აკრძალული აქვს...








imageსაქართველოს ამჟამინდელი მთავრობა თავს იკავებს მკვეთრი განცხადებებისგან. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციის ლიდერებს და მთავრობას მოუწოდა პასუხისმგებლობით მოეკიდონ განვითერებულ მოვლენებს რათა მსხვერპლი და სისხლისღვრა თავიდან აიცილონ...

image


"სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!"-წერს ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში და ამ განცხადებას შემდეგ ფოტოს ურთავს.

image


0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0