x
image
K.P.
რატომ აღარ გავა ეთერში ნანუკა ჟორჟოლიანის საოცნებო გადაცემა
imageდაახლოებით ერთი კვირის მანძილზე ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებელს სიურპრიზს უმზადებდა. დღეს კი გაირკვა, რომ ეს სიურპრიზი ნინო ქათამაძის, თეონა კოტრიკაძისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი გახლდათ. ნანუკას მტკიცებით ეს მისი საოცნებო გადაცემა იყო და რეიტინგით არც კი დაინტერესდებოდა.

image


ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერდა:"დღეს ოთხშაბათია, დღე როდესაც მუდმივად გიანონსებთ ამბავს, რომ საღამოს 22:00 საათზე "რუსთავი 2"-ზე გელოდებით, მაგრამ დღეს არის ის ერთადერთი შემთხვევა როდესაც ნაკლებად მაინტერესებს გადაცემა რა რეიტინგს დაწერს (თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი იქნება) იმიტომ რომ ეს ჩემი ოცნების გადაცემაა. საოცარი შოუ, აი ისეთი ელენი რომ წაიყვანდა.image

მადლობა ნინოს, თეონას, ნიკა რაჭველს! მადლობა თქვენ ყველას, ამ მოლოდინისთვის, მადლობა ყველა ჩემს თანამშრომელს, მადლობა "რუსთავი 2"-ის გიჟურად პროფესიონალურ გუნდს! და ბოლოს, მაინც გეტყვით რომ არ გამოტოვოთ საოცარი სანახაობა! დღეს, ზუსტად 22:00 ზე. თუ რამეს ქვია სიგიჟე, თქვენ ეს გელოდებათ!


სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი გადაცემა ეთერში არ გავა. "უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა რუსთავი 2-ის საეთერო ბადე. შესაბამისად, ნანუკას შოუ დღევანდელი დღის ნაცვლად გავა შემდეგ ოთხშაბათს. გიხდით ბოდიშს, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ მიზეზი იმდენად საპატიოა, რომ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი ერთგული მაყურებლებიც დაეთანხმებით. დიდი მადლობა ასეთი მოლოდინისთვის. პირობას გაძლევთ შემდეგ ოთხშაბათს ჩვენ ამ მოლოდინს გაგიმართლებთ"-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

imageimage

1
1328
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1328
  
2014, 23 იანვარი, 9:08
თეონა კონტრიძე :)
0 1 1