x
image
ლეელ
10 რჩევა მარგალიტის მოვლისათვის
image









მარგალიტი ესაა მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის სხეულში მოხვედრილი ქვიშის, პარაზიტის და სხვა ნამცეცების გარშემო სადაფის შეზრდით.

მარგალიტი ოთხი სახისაა: თეთრი, მოვარდისფერო, ყვითელი და შავი. იგი თავისი ბრწყინვალების გამო ბევრი ქალის უსაყვარლესი სამკაულია.

ისევე როგორც ყველა სამკაულს, მარგალიტსაც სჭირდება მოვლა იმისთვის, რომ არ დაბერდეს და ფერი არ იცვალოს. მარგალიტის მოვლისათვის უნდა დავიმახსოვროთ შემდეგი რჩევები:


1.შევინახოთ სხვა სამკაულებისგან განცალკევებით.



2.უმჯობესია მოვათავსოთ ზარდახშაში, რომელსაც შიგნიდან გამოკრული აქვს ზამში.


3.მარგალიტს უყვარს ადამიანის სითბო, ამიტომ გაიკეთეთ ხშირად.


4.სუნამოს პკურებისას იყავით ფრთხილად, მისი შხეფები არ მოხვდეს მარგალიტს.


5.არაა რეკომენდებული მისი შენახვა მშრალ ან ძალზედ ნესტიან ადგილას.


6. მზეზე დიდხანს არ გეკეთოთ


7. მარგალიტს უყვარს წყალი, მაგრამ აბაზანაში შესვლისას ან ცურვისას მოიხსენით.


8. ნუ გააკეთებთ სპორტულ აქტივოვებს, როცა ის გიკეთიათ.


9. მოარიდეთ თამბაქოს კვამლს, შეიძლება მან ბზინვარება და ფერი დაკარგოს.


10. მარგალიტი საჭიროებს 1-დან 3-წელში გამოეცვალოს ის ძაფი ან ძუა, რაზეცაა აცმული.

0
160
7-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0