x
image
კატაპულტი
რომელი უფრო საზიანოა,ალკოჰოლი თუ მარიხუანა?!
image
“ვფიქრობ მარიხუანა ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ალკოჰოლი"-განაცხადა ბარაკ ობამამ ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში.საინტერესოა, მართლაც ასეა თუ არა.გავეცნოთ თითოეულის ზემოქმედების უარყოფით შედეგებს:



რამდენად იწვევენ ალკოჰოლი და მარიხუანა შეჩვევას?


ალკოჰოლი: ალკოჰოლის ხშირი მომხმარებლები იმდენად დამოკიდებულნი ხდებიან მასზე, რომ მის გარეშე სრულიად უმოქმედონი არიან.



მარიხუანა: მარიხუანაზე დამოკიდებულნი ხდებიან ძირითადად ახალგაზრდები, რომელთა ტვინიც ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არაა.ასეთ შემთხვევებში ხდება ფსიქოლოგიური შეჩვევა.


რას იწვევს თითოეული მათგანი ორგანიზმში მოხვედრისას?


ორივე მათგანი თავდაპირველად დამამშვიდებლად მოქმედებს, ერთგვარ ეიფორიულ განწყობას ქმნის ადამიანში.


ალკოჰოლი: ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიულობა, ხმაური, რადგან ღვიძლი უმალ იწყებს მის გადამუშავებას.


მარიხუანა: მიღებისთანავე იგი გავლენას ახდენს გარემოს აღქმაზე, კერძოდ, სხვაგვარად აღიქმება ფერები და ხმა.შემდგომში შეიძლება გაჩნდეს შიშისა და პანიკის გრძნობა.ხშირად მარიხუანა შეიცავს ქიმიურად აქტიურ საშიშ ნივთიერებს, რომელთაც ძალუძთ მუდმივი ფსიქოზი გამოიწვიონ.



მოქმედებს თუ არა მარიხუანა და ალკოჰოლი პოტენციაზე?


ორივე მათგანი ნეგატიურად მოქმედებს პოტენციაზე.


ალკოჰოლი: ალკოჰოლი იწვევს ჰორმონების დარღვევას და შემდგომში პოტენციის დაქვეითებას.


მარიხუანა: მარიხუანის ხანგრძლივი მოქმედება ამცირებს სპერმის გამოყოფას.


ალკოჰოლის უარყოფითი შედეგები ორგანოებზე:


ალკოჰოლი აზიანებს ნერვულ სისტემას, რის შედეგადაც შესაძლებელია კიდურების უმართავად მოძრაობა;

იწვევს გულის არარითმულ მუშაობას, შესაძლოა გახდეს ინფარქტის მიზეზიც;

დიდი რაოდენობით ალკოჰოლი იწვევს ღვიძლის დაშლას;

აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;

ქალებში შეიძლება გახდეს მკერდის კიბოს მიზეზი.


მარიზუანის უარყოფითი შედეგები ორგანოებზე:


იწვევს ტვინის უჯრედების დაზიანებას, დაღუპვას;დეპრესილ მდგომარეობას, ენტელექტის დაქვეითებას.შეიძლება გახდეს ნერვული აშლილობის მიზეზი;

აზიანებს სასუნთქ ორგანოებს, რიგ შემთხვევებში იწვევს ფილტვის კიბოს;

მარიხუანა უნაყოფობის მიზეზიც შეიძლება გახდეს.







3
635
7-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
635
  
2014, 22 იანვარი, 14:04
მშჰვენიერი რაგაცეები სჰევიტყვე :D
2014, 21 იანვარი, 19:25
მადლობაა
2014, 21 იანვარი, 19:14
კარგი სტატიაა მომეწონა
ამ თემაზე მეც მიწერია სტატია
0 1 3