x
image
K.P.
გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა ჯვრისწერისთვის ემზადებიან
image


მსახიობ გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანზე დღემდე ბევრს საუბრობენ. ისინი ერთად პირველად პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე ვიხილეთ, პროექტის მიწურულს კი საზოგადოება მათ რომანზე ალაპარაკდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ჰქონდა პირადი ცხოვრება.


გიორგი შეყვარებული გახლდათ მსახიობ თამთა შალამბერიძეზე. წყვილმა ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ გიორგი პოპულარობას მოიპოვებდა. წყვილი დაშორდა, მიზეზებზე არ საუბრობენ...


სალომე ჭაჭუა შეყვარებული გახლდათ მოცეკვავე გიორგი გაჩეჩილაძეზე. ურთიერთობამ 8 წელზე მეტხანს გასტანა, თუმცა წყვილი დაშორდა. რატომ? მიზეზი უცნობია....image


ყველასათვის მოულოდნელად გიორგი ვარდოსანიძემ განაცხადა, რომ ის და სალომე ერთად არიან. ჭორები დადასტურდა, თუმცა წყვილი ირწმუნება, ჩვენი სიყვარული პროექტის შემდეგ დაიწყოო. წყვილის ურთიერთობამ უკვე 4 თვეზე მეტხანს გასტანა. როგორც ცნობილი გახდა, მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ ბანკიდან გამოტანილი სესხით საბურთალოზე ბინა შეიძინა, სადაც სალომე ჭაჭუასთან ერთად ცხოვრობს. წყვილი სამოქალაქო ქორწინებით არ შემოიფარგლა, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ისინი ჯვრისწერისთვის ემზადებიან. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები...

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

image

image

0
354
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0