x
ადვილია თქვენთან ცხოვრება?!

imageყველას გვაქვს ხასიათის ის თვისებები, რომლებთან შეგუებაც უჭირთ სხვა ადამიანებს. მაშასადამე, ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ფსიქოლოგიური ტესტი, რომლის საშუალებითაც გაარკვევთ რამდენად ადვილია თქვენს გვერდით ცხოვრება, უბრალოდ მოცემულ კითხვებს უპასუხეთ "კი" ან "არა", ყოველ დადებით პასუხზე კი დაიწერეთ თითო ქულა.



1. იცავთ თუ არა დღის განრიგს?

2. სტუმრების წასვლის შემდეგ ბინას მარტო ალაგებთ?

3. მშვიდად შეხვდებით კარის მეზობლისგან დიდი ძაღლის შეძენის ფაქტს?


4. შეგწევთ უნარი რაიმე ნივთის შეკეთების ან კერძის მომზადების?

5. ღამის საათებში დაბალ ხმაზე უსმენთ ტელევიზორს, რადიოს, მუსიკას?

6. ზოგიერთი მეზობლის თქვენთვის მიუღებელი ქცევა ნერვებს ძალიან გიშლით?

7. ადვილად შედიხართ კონტაქტში ბავშვებთან და მოხუცებთან?

8. შეგიძლიათ ცუდ გუნებაზე მყოფი ადამიანის გამხიარულება?

9. ცდილობთ ნაკლებად შეაწუხოთ გარშემომყოფნი?





შეაჯამეთ მიღებული ქულები:



7 და მეტი ქულა: თქვენთან ცხოვრება ძალიან ადვილია, ყველაზე უხასიათო ადამიანსაც კი მოერგები. არასდროს ქმნი ტრაგედიას ყოფითი პრობლემებისგან. ზუსტად იცი, რომ გამოსავალი ამა თუ იმ ჩიხიდან ყოველთვის არსებობს.



4-6 ქულა: ახლობლები თქვენს გარშემო თავს კარგათ გრძნობენ, თუმცა უცხოებთან ზოგჯერ გაქვთ პრობლემები. ყოველთვის მშვიდად ვერ ეგუებით გარშემომყოფთა არასათანადო ქცევას.


0-4 ქულა: თქვენი ჭირვეულობების გამო გარშემომყოფთ ცხოვრება ჯოჯოხეთად აქვთ ქცეული. გახსოვდეთ მარტო არ ხართ და უკაცრიელი კუნძულიც ძალიან შორს არის.


2
73
12-ს მოსწონს
ავტორი:fiona
fiona
73
  
2014, 19 იანვარი, 21:40
7 ქულა
2014, 19 იანვარი, 18:15
8 ქულა მოვაგროვე:)
0 1 2