x
image
K.P.
ვინ და რატომ დაკაწრა ანრი ჯოხაძე? მომღერალი შოკშია

image

ცნობილი ადამიანები მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ტრიალებენ და ზოგჯერ გაუგებრობაშიც ეხვევიან... სულ ცოტა ხნის წინ მომღერალ ანრი ჯოხაძეს არ გაუმართლა, თავს მათხოვარი დაესხა, რომელმაც მომღერალს სათვალე გაუტეხა, სახე ჩამოკაწრა და მანქანაც დაუზიანა. მომღერალმა ამ ყველაფრის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გვაცნო და იცის აღნიშნა, რომ შოკშია. "SOS!
აღმაშენებლის გამზირზე თავს დამესხა საყოველთაოდ ცნობილი მათხოვარი ( ყმუილით რომ გამოსცემს ბგერებს ის ქალი ) ერთი ლარი არ ეყო და მეორეზეც მომადგა მანქანასთან უარის შემდეგ შეტევაზე გადმოვიდა ჩამომკაწრა სახე, გამიტეხა სათვალე, დამიკაწრა მანქანა. ჩვეულებრივ ბრძოლაში ვიყავი"-წერს მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ანრის განცხადებამ მისი მეგობრები და გულშემატკივრები გაახალისა...

image

შეგახსენებთ, რომ ანრი ჯოხაძე ერთ-ერთი პოპულარული და სკანდალური მომღერალია. იგი სულ ცოტა ხნის წინ პროექტ "ერთი-ერთში" იღებდა მონაწილეობას. მომღერალი პროექტის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებოდა და ტურების მანძილზე ლიდერობასაც ინარჩუნებდა, მაგრამ გამარჯება ვერ მოიპოვა. პროექტ "ერთი-ერთის" გამარჯვებული ელენე კალანდაძე გახდა. ანრი ხშირად გვანებივრებს ახალი თამამი კლიპებითა თუ სიმღერებით. პირველი ქართველი კაცი, რომელიც კამერის წინ გაშიშვლდა-ეს ანრი ჯოხაძე გახლდათ. ანრიმ ევროვიზიაზეც წარადგინა საქართველო, სადაც მისმა გამოსვლამ კრახი განიცადა, მომღერალი ფინალში ვერ მოხვდა. სულ ცოტა ხნის წინ მან საკუთარ ძმასთან ერთად ახალი კლიპიც გადაიღო.

ვუსურვოთ ანრის წარმატებები და ბედნიერი მომავალი...image

4
461
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
461
  
2014, 19 იანვარი, 17:49
:D რამხელა ამბიცია ქონებია....
2014, 19 იანვარი, 16:30
შენ არ იცნობ მაგ ქალს ქალი კი არა ცხვრის ტყავში გამოკრული მგელი და ვეფხვია:D ფული მთხოვა და 70 თეთრი მივეცი კინაღამ გაგიჟდა სახეში შემომაყარა შენი მატხოვარი ხო არ გგონივარო:D
2014, 19 იანვარი, 13:35
მალადეც იმ ქალს ამხელა კაცი თუ გატყიპა : D
2014, 19 იანვარი, 10:45
ჰაჰ ცემა ტყეპაზეც გადავიდა ეგ ქალი:D
0 1 4