პარამეცნიერებები რამოდენიმე მისტიკური ფაქტი სარკეების შესახებ 2014, 17 იანვარი, 22:52 სარკეები ჩვენ არამარტო გვეხმარება თავის მოწესრიგებაში, არამედ ასევე ემსახურება მეცნიერების ინტერესებს. ჩვენ ყოველდღე ვიხედებით სარკეში, მაგრამ ისინი მხოლოდ იმისათვის არ არიან განკუთვნილი, რომ შევიტყოთ, როგორ გამოვიყურებით. ის აუცილებელია თუნდაც მაშინ, როცა საჭესთან ვზივართ. მოდით ერთად ვნახოთ, თუ რის გაკეთება შეიძლება ამ მისტიკური ნივთის გამოყენებით. 1.სარკე და დროში მოგზაურობა. ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია შავი ხვრელების მეშვეობით, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ეს ხვრელები მეტად არასტაბილურია: ისინი სწრაფად წარმოიქმნებიან და სწრაფადვე ქრებიან, ასე რომ ეს მეთოდი არასასურველია. ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ორი სარკის მეშვეობით. თქვენ დაგჭირდებათ ორი დაუმუხტავი სარკე და ვაკუუმი. სარკეები უნდა მოთავსდეს ვაკუუმში ერთმანეთისაგან რამდენიმე მიკრომეტრის დაშორებით და მათ შორის არ უნდა იყოს არანაირი ელექტრომაგნიტური ველი. სარკეებს შორის წარმოიშობა კვანტური ველი, რომელიც შავ ხვრელს წარმოშობს. ეს თეორიულად შეასძლებელია მაგრამ ამ მეთოდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ წარსულში იმოგზაუროთ, თუმცა საუბედუროდ, მომავალში მოგზაურობა შეუძლებელია. ასე რომ მომგებიანი ლატარიის ბილეთის ნომრის ამოცნობას, სამწუხაროდ, ვერ შეძლებთ. აქ ყურადსაღებია მეორე მხარეც-ამ მეთოდით მიღებული შავი ხვრელი მეტად მცირეა, ასე რომ მე-12 საუკუნეში მოგზაურობა ჯერჯერობით უნდა გადადოთ. 2. სარკეები ჰალუცინაციებს იწვევენ. როცა თქვენ სარკეში იხედებით, შეიძლება შეგექმნათ უცნაური ილუზია. თავად შეგიძლიათ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატაროთ: დაჯექით ბნელ ოთახში სარკის წინ მისგან ერთი მეტრის დაშორებით და პირდაპირ სარკეში იყურეთ ათი წუთი. ოთახში უნდა იყოს სრული სიბნელე, რომ მარტო თქვენი გამოსახულების დანახვა შეძლოთ. თავიდან შეამჩნევთ, რომ სარკეში თქვენი გამოსახულება დამახინჯდება:ის გამუდმებით იცვლება და ნიღაბს დაემსგავსება. მოგეჩვენებათ, რომ გამოსახულება თქვენ არ გეკუთვნით. მეცნიერები თვლიან, რომ ეს მეთოდი საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება. ფსიქოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ეს შიზოფრენიის მკურნალობის საუცხოო მეთოდია. P.S. უნდა ავღნიშნო, რომ პირადად მე ამ ექსპერიმენტის ჩატარებას ნამდვილად ვერ გავბედავდი. 3.ყველა ადამიანი ცნობს თავის თავს სარკეში? საკუთარი თავის ამოცნობა სარკეში-ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ადამიანების უმეტესი ნაწილი, თუმცა თვითამოცნობის ტესტის ჩატარება სარკეში ყველას არ გამოსდის. ტესტი ასე ტარდება: მეცნიერები გამოსაცდელ პირს უკეთებენ რამე ნიშანს სახეზე და სარკეში ჩახედვის დროს ეს ობიექტი აუცილებლად შეეცდება მოიშოროს ეს ნიშანი. ბავშვები თავის თავს ცნობენ მხოლოდ 24 თვის შემდეგ. მაგრამ როცა მკვლევარებმა ეს ტესტი ჩაუტარეს ბავშვებს ისეთი ნაკლებგანვითარებული ქვეყნებიდან, როგორიცაა:კენია, ფიჯი, კონგო-ისინი გაოცებული დარჩნენ. აქ 6 წლის ბავშებმაც კი ვერ შეძლეს საკუთარი თავის ცნობა სარკეში. 4. ცხოველები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავის ამოცნობა სარკეში. ასე რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი ტესტს თვითამოცნობაზე ვერ გადის. ასეა ცხოველთა დიდ ნაწილშიც. თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ არსებობენ შედარებით ჭკვიანი ცხოველები, რომლებიც საკუთარ თავს ცნობენ სარკეში. ასეთებს მიეკუთვნებიან სპილოები, შიმპანზეები, ორანგუტანგები და დელფინები. სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით ისინი რეაგირებას ახდენენ სარკის წინ პოზირებისას. 5.სარკეები მთვარეზე. დედამიწიდან მთვარემდე დაახლოებით 384 403 კილომეტრია და ეს ცნობილი გახდა სწორედ სარკეების საშუალებით. პროგრამა "აპოლონის "ასტრონავტებმა მთვარეზე დააყენეს კუთხოვანი ამრეკლი. ესაა განსაკუთრებული ტიპის სარკეები, რომლებიც აირეკლავენ ლაზერის სხივებს იმავე მიმართულებით, საიდანაც ისინი დაეცნენ სარკეს. ეს ლაზერის სხივები მთვარეზე იგზავნება დედამიწაზე მდებარე უზარმაზარი ტელესკოპებიდან, ამრეკლები მას ირეკლავენ და ეს საშუალებას აძლევს მეცნიერებს გამოთვალონ მთვარედან დედამიწამდე მანძილი 3 სმ-ის ცდომილებით. 6. სარკეები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ. ის, რომ სარკე თქვენს სახეს შებრუნებულად აჩვენებს-ეს მითია. ის, რასაც თქვენ ხედავთ- მარცხენა მხარე თქვენი სახისა სარკის მარცხენა ნაწილში ჩანს და სახის მარჯვენა მხარე-სარკის მარჯვენა ნაწილში. მაგრამ არსებობენ არარევერსული, ანუ "მართალი სარკეები", ისინი საშუალებას აძლევენ ადამიანს დაინახოს სარკეში თავის თავი ისეთი, როგორც სხვა ადამიანები ხედავენ მას. პირველ რიგში ასეთი სარკეები გამოიყენება მაკიაჟის გასაკეთებლად. "მართალი სარკე" შეიძლება გააკეთოთ სახლის პირობებშიც:უბრალოდ დადგით ორი სარკე ერთმანეთისაგან პერპენდიკულარულად და კომბინირებულად შეხედეთ თქვენს გამოსახულებას:"მართალი სარკე" თქვენ მოგცემთ თქვენს 3D გამოსახულებას, რომელიც ისევე მოძრაობს, როგორც თქვენ და ის ბრტყელი არაა, როგორც ეს ჩვეულებრივ სარკეში ჩანს. 341 11-ს მოსწონს
|