x
რა არის "anima" და "animus" ?
კარლ გუსტავ იუნგი აღნიშნავდა, რომ ქალი და მამაკაცი არ არიან მხოლოდ ურთიერთშემავსებელნი, არამედ სამშვინველის სიღრმეში ყოველი მამაკაცი ატარებს ქალურ კომპონენტს, ქალი კი-მამაკაცურს. ქალის მამაკაცურ კომპონენტს იუნგი animus-ს უწოდებს, მამაკაცის ქალურს კი - anima-ს.

იუნგი 3 განსხვავებულ შრეს გამოყოფდა:

1)პიროვნული არაცნობიერი - მოგონებები, დავიწყებული შთაბეჭდილებები;


2)კოლექტიური არაცნობიერი - ემოციები, განცდები, რომელიც საერთოა მთელი ჯგუფისთვის(ხალხი, რასა);

3)არქეტიპები - რომლებიც სიმბოლოთა სახით განიცდება, მათი ხატოვანი ენა მთელი მსოფლიოსთვის ერთია. მნიშვნელოვან არქეტიპებს განეკუთვნება სწორედ ეს anima და animus.


ბიოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანი ორსქესიანია. დიდი ხნის განმავლობაში ერთდროულად უვითარდება ორივე სქესის ორგანოები, სანამ მამაკაცურობა ან ქალურობა არ გადასწონის და საპირისპირო სქესის ორგანოები არ შეწყვეტენ განვითარებას. ზრდასრულ მამაკაცსა და ქალში შესაძლებელია მეორე სქესის ორგანოების ნაშთების აღმოჩენა. მაგალითად, სარძევე ჯირკვლები თავდაპირველად ორივე სქესშია წარმოდგენილი, მაგრამ სრულ განვითარებას მხოლოდ ქალში აღწევს.


იუნგი ამბობდა, რომ ყოველი მამაკაცი საკუთარ ევას დაატარებს თავის თავში, ყოველი ქალი კი- საკუთარ ადამს. ყოველი მათგანი ამქვეყნად ეძებს იმ ადამიანს, რომელიც ჰგავს მის საკუთარ ევას ან ადამს, რათა სულიერი წონასწორობა შეინარჩუნოს.


გარდამავალ ასაკში და მომდევნო წლებში ინდივიდში იღვიძებს არა მარტო საკუთარი სქესის შეგნება და საპირისპირო სქესისადმი ინტერესი, არამედ საკუთარი anima-animus-ის განცდის უნარი. სიყრმისას პატარა ბიჭი თავის თავში განიცდის საკუთარ ქალურობას და მამაკაცური არსების თაყვანისცემაში ეძებს შინაგან წონასწორობას. ესაა ის პერიოდი, როდესაც გოგონები გატაცებულნი არიან ქალი მასწავლებლებით, ბიჭები კი უფროს მამაკაცებს ეთაყვანებიან.


0
228
3-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ტივაძე
ნატო ტივაძე
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0