x
image
ხეთაგური
CG GEORGIA - საქართველოს კომპიუტერული გრაფიკა.

image

CG GEORGIA - რა არის?
ალბად ბევრ გაგიჩნდებათ ეს კითხვა.
- ეს არის საქართველოს არასამთვრობო ორგანიზაცია რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კომპიუტერული გრაფიკის განვითრებას, მოგეხსენებათ რომ საქართველოს კომპიუტერულ გრაფიკას, კინო და ვიდეო ანიმაციებს დიდი ყურადღება არ ექცევა, სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია, რათა ყურადღება მიაქციონ გრაფიკას და მის სფეროს საქართველოს ვიზუალური განვითრების მხრივ.
აღნიშნული ასოციაციის მთავარი მიზნებია:
1. ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში ბაზრის განვითარებისთვის ხელის შეწყობა.
2. ვიზუალურ ეფექტებთან და კომპიუტერულ გრაფიკასთან დაკავშირებულ სპეციალობებში ცოდნის გაღრმავება.
3. კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების სფეროს პოპულარიზაცია.
4. ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის ბაზარზე არსებული გარემოს გაჯანსახებისთვის ხელის შეწყობა.
5. ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტების მიღწევების პოპულარიზაცია.
6. ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტების კონსოლიდაციის ხელშეწყობა.
7. თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალური ეთიკის ჩამოყალიბება ბაზარზე.
8. საქმიანი, შემოქმედებითი და მეგობრული კავშირების განვითარება სხვა ქვეყნების ანალოგიურ ასოციაციებთან, საზოგადოებებთან, უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, საწარმოებთან.
9. ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში კონსულტაციების გაწევა.
10. ასოციაციას შეუძლია, აწარმოოს ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

ამისათვის facebook-ზე გაკეთებულია CG GEORGIA-ს გვერდი, ღია და დახურული ჯგუფები, დანარჩენი იხილეთ ჩვენს მიერ მითითებულ ვიდეოში, რაც უკეთესად გაგარკვევთ პრობლემაში.

0
205
2-ს მოსწონს
ავტორი:ხეთაგური
ხეთაგური
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0