x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139131
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512637
სისხლის დონაცია საქართველოში....

imageჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია მონაცემებით, საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია. პაციენტთა დასახმარებლად ყოველწლიურად საშუალოდ 60 000 დონაციაა საჭირო, საქართველოში კი ეს რიცხვი 37 000-ს არ აღემატება. ამასტან, საქართველოში დონართა 95% სისხლის ჩაბარებაში ფულად ანაზღაურებას ირებს.
კავკასიის ბარომეტრი 2011-ის კვლევის მიხედვით, საქარტველოს მოსახლეობის 80%-ს სისხლი არასდროს ჩაუბარებია, 61%-ს კი დონაციის შესახებ ბოლო ორი წელის განმავლობაში არაფერი სმენიაა.ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ბოლო 10წლის განმავლობაში ნაცნობთაგან დონარი არავინ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმეტესობა (61%) მაინც ფიქრობს, რომ დონარტათვის ფულის გადახდა არასწორია- ანაზღაურებად დონაციას მხოლოდ 22% ამარტლებს.
უანგარო დონარტა რიცხვის სიმცირის მიზეზების დასადგენად კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვიტ 20% დაზუსტებით ვერ ამბობს, ტუ რატომ არ აბარებს სისხლს.9%-მა არ იცის სისხლი სად ჩააბაროს, 4%-ს დონარობა არ სურს, მეხუტედი მიზეზად ჯანმრტელობასტან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს, 8%-ს ინფექციური დაავადებების გადადების ესინია, 7%-ს კი ნემსის შიში აქვს.
2011 წელს ცენტრმა კვლევა სამოქალაქო აქტივობის შესახებ ჩაატარა.ამჯერად კითხვა სხვაგვარად იყო ფორმულირებული - რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ, მათი აზრით, სხვები რატომ არ აბარებენ სისხლს. აღმოჩნდა, რომ ისინი მესამე პირში საუბრობისას უფრო თამამები იყვნენ. მაგალითად 17% მიიცნევს, რომ ყველა ადამიანს საკუტარი პრობლემა აქვს და სისხლის ჩაბარებას მაგიტომ ვერ ახერხებს. საკუტარ თავზე საუბრობისას კი დროის უქონლობა მიზეზად მხოლოდ 6%-მა დაასახელა.10%დონორტა სიმცირეს სხვისი პრობლემის მიმარტ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას უკავშირებს-საკუტარ თავზე საუბრისას კი ეს მიზეზი ძალიან ცოტამ დაასახელა.
კითხვაზე - მომავალი 12 თვის განმავლობაში ჩააბარებენ ტუ არა სისხლს, რესპონდენტთა 38% პასუხობს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს, 21% ამბობს, რომ ეს არასდროს მოხდება, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ ალბათობა დიდია. ხოლო 30% იძახის რომ მომავალში არაერტხელ ჩააბარებენ სისხლს.

0
134
8-ს მოსწონს
ავტორი:არტურ
არტურ
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0