ორსულობა და ბავშვი კახი კალაძეს მეორე შვილი შეეძინა 2012, 6 მაისი, 14:10 4 მაისს ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და ასევე ცნობილი ქართველი მოდელის ანუკა არეშიძის ოჯახში მეორე ვაჟი დაიბადა. კახის მეუღლემ მილანში იმშობიარა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ახლა დედაც და შვილიც თავს მშვენივრად გრძნობენ. მათი პირველი ვაჟი ლევანიკო მალე უკვე 3 წლის გახდება, ამ პაწაწინას კი წყვილმა სახელად მამისა და ბაბუის სახელი კახაბერი შეურჩია. მართლაც საყვარლად გამოიყურება პატარა კახაბერი. მშობლებისაგან განებივრებულ ლევანიკოს კი ახლა მათი ყურადღების პატარა ძამიკოსათვის გაყოფა მოუწევს. ვულოცავ კახის და ანუკას :)) 2008 7-ს მოსწონს
|