კინო რა ფილმს ვუყუროთ დღეს ? გირჩევთ კინომცოდნე 2012, 6 მაისი, 13:54 კინომოყვარულებო აქეთ! იმედია თქვენც ჩემსავით გიყვართ კინო, ისე ვერც წარმომიდგენია როგორ არ უნდა უყვარდეს ადამიანს ხელოვნების ეს შესანიშნავი სფერო, რომელიც ჯერ 200 წლისაც კი არ არის, მაგრამ დიდი სიჩქარით ვითარდება, იზრდება და ახალ აღმოჩენებს აკეთებს. მართალია პროფესიით კინომცოდნე ვარ, მაგრამ დღეს სულაც არ ვაპირებ კინოს ისტორიის მოყოლით შეგაწყინოთ თავი. მე პირადად ამ ისტორიებს ყოველთვის რაიმე კარგი ფილმის ყურება მერჩივნა. ხშირად მეც კი, ქალბატონმა კინომცოდნემ, არ ვიცი რა ფილმს ვუყურო ხოლმე, მიჭირს შერჩევა და ვერ ვპოულობ იმას რაც მინდა, სხვები რომ მთხოვენ რამე მირჩიეო მაშინაც საგონებელში ვვარდები ხოლმე, რავიცი აბა ვის როგორი ფილმი მოეწონება, მაგრამ არ იდარდოთ, არსებობს ფილმები, რომლებიც 90 პროცანტს მაინც აუცილებლად უნდა მოეწონოს. მოკლედ გადავწყვიტე ჩემი პროფესია გამოვიყენო(თუმცა არ გეგონოთ რომ რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას ვფლობ კინოზე) და ეს სტატია '' რა ფილმს ვუყუროთ დღეს? '' ყოველდღიური გავხადო. მოხარული ვიქნები თუ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებთ და ფილმის ყურების შემდეგ თქვენს აზრსაც დააფიქსირებთ. დღეისათვის კი ჩემს მიერ შემოთავაზებული პირველი ფილმი კომედია იქნება, ჩემი ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას ყველაზე საყვარელი კომიკოსი მსახიობის სეთ როგენის მონაწილეობით, რომელიც დიდი ხანი არც არის რაც აღმოვაჩინე, ვფიქრობ თქვენც მოგეწონებათ. ''ცოტათი ფეხმძიმე'' ასე შეიძლება გადავთარგმნოთ 2007 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია ჯუდ აპატოუ, მთავარ როლებს კი სეთ როგენი და ქეთრინ ჰეილი ასრულებენ. code:
ბენ სთოუნი ერთი ჩვეულებრივი უსაქმური ტიპია, ასეთივე უსაქმურ მეგობრებთან ერთად ცხოვრობს, ეწევა პლანს, დადის ღამის კლუბებში და უყურებს პორნოებს. ჰყავს მამა, რომელსაც თავის ცხოვრებაში ყველაზე რთულ მომენტებში მიმართავს რჩევებისათვის. ბენის ცხოვრება ალბათ ასევე გაგრძელდებოდა ერთ ღამეს რომ არ შეეცვალა ყველაფერი. მან შეცდომა დაუშვა, მაგრამ ზოგჯერ შეცდომები ყველაზე კარგის დასაწყისია. შინაარსს მთლიანად არ მოგიყვებით, უყურეთ და იხალისეთ. 214 6-ს მოსწონს
|