კრასნოგორის საავადმყოფოში გარდაიცვალა დათო მელქაძე, კრიმინალურ სამყაროში ცნობილი, როგორც "დათო ფოთელი". დაქირავებულმა ქილერმა მას რამდენიმე ტყვია ესროლა მაღაზია «ლარუა მერლენის» მიმდებარე ავტოპარკირების ადგილთან. მძიმე ჭრილობებით კრიმინალური ავტორიტეტი გადაიყვანეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გარდაიცვალა.
დათო მელქაძეს კრიმინალური ავტორიტეტები ეძებდნენ მრავალი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოკლული იქნა ქუთაისელი კრიმინალური ავტორიტეტი ავთანდილ ჩიხლაძე, იგივე «კვეჟო». 1994 წლის 12 აპრილს ავთანდიულ ჩიხლაძე მეუღლესთან ერთად მოკლეს საკუთარ ბინაში, ლომონოსოვის პროსპექტზე, მცირეწლოვანი ვაჟი დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. პატარა გურამი გაიზარდა, ისიც კანონიერი ქურდი გახდა და მკვლელის ძებნას შეუდგა. მოგვიანებით სწორედ მან აუწყა სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომ მამის მკვლელობაში დათო მელქაძე იყო გარეული.