შოუბიზნესი ია ფარულავას "ახალი კანონები" და ტარიელის "სამწუხარო" დასკვნები 2014, 12 იანვარი, 20:20 ![]() ია ფარულავასა და ტარიელ სუარის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. სკანდალებისა და ჭორების მიუხედავად ერთმანეთი ძალიან უყვართ და თავსაც შესანიშნავად გრძნობენ. ![]() ![]() აი ბატონ ტარიელს კი კიდევ უფრო ღრმა საფიქრალი აქვს. ეს უკანასკნელი ქართველების ხასიათმა ჩააფიქრა და დასკვნებიც გამოიტანა. "სამშობლოში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა ჩემთვის სამწუხარო დასკვნა გავაკეთე. მიუხედავად იმისა თუ რამდენად კარგები ვართ ქართველები, ჩვენზე შურიანი და ბოღმიანი ადამიანები ვერსად ვერ დავაფიქსირე. საქართველოს გარდა ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს ხალხი, რომელსაც საკუთარ ბედნიერებაზე მეტად სხვისი უბედურება ახარებდეს"-წერს ტარიელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. საქართველოში დაბრუნებული ტარიელი და ია სტუმრად ქარელში წავიდნენ. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ წყვილმა შესანიშნავი დრო გაატარა. ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი... ![]() ![]() 1595 4-ს მოსწონს
|