x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ.
დამეთანხმებით იმაში, რომ დღეს უშფოთველი და ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება არავის არ გვაქვს, ყველას ინდივიდუალურად და გარკვეულწილად გვაწუხებს ესა თუ ის აღნიშნული პრობლემები, უბრალოდ უნდა შევძლოთ საკუთარი თავის ჩიხში მიყუდება და საჭირო ძალების მოკრება, რითიც ყველაზე გამოუვალ დაბრკოლებასაც კი გადავლახავთ.



ამისათვის კი გთავაზობთ რამოდენიმე ციტატას, რომელიც ცხოვრებისეულ სიბრძნეს და დარიგებას ატარებს და დამერწმუნეთ მისი გათვალისწინება ნამდვილად სარგებელს მოგიტანთ.

image1. წარუმატებლობა გაქვს? მაშასადამე გეძლევა შესაძლებლობა ახლიდან დაიწყო ყველაფერი უკვე გამოცდილმა, მაგრამ გამოსწორებით.


2. თუ კი შეგიძლია პრობლემა მოაგვარო რაღა განერვიულებს? და თუ კი არაფერი ეშველება, მით უმეტეს, სანერვიულო არაფერი გქონია.



3. ცხოვრებაში ერთხელ წარმატება ყველას კარზე აკაკუნებს, უბრალოდ ამ დროს არ უნდა იჯდე სადმე ლუდის ბარში.


4. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ კრახის შემთხვევაში მაშინვე ვყრით ფარ-ხმალს, არადა წარმატებას შეიძლება შემდეგ ნაბიჯზე გადავეყაროთ.


5. ვთქვათ და შენ გიყვარს მარწყვი, თევზს კი როგორც ცხადია უყვარს ჭიაყელა, მაშასადამე როდესაც სათევზაოდ წახვალ იფიქრე იმაზე თუ რა უყვარს თევზს და არა შენ და წარმატებით დაბრუნდები.



6. დილით გაღვიძებისთანავე ჰკითხე საკუთარ თავს თუ რას გააკეთებ დღეს სარგებლიანს და საღამოს დაძინების დროს გააანალიზე გააკეთე თუ არა სარგებელი.



7. გგონია ღარიბია ყველაზე წარუმატებელი, არაჯანმრთელი და შესაცოდი? შესაძლოა ყველაზე ღარიბი და შესაბრალო შენ აღმოჩნდე თუ კი ხშირად იყენებ სიტყვას "ხვალ".



8. თქვენი ფრაზებია: "იმედია ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება". მხოლოდ ერთი გზა არსებობს ყველაფრის შესაცვლელად და ეს თქვენ თვითონ ხართ.



9. მთელი ჩვენი ცხოვრება გაკვეთილია, უბრალოდ როდესაც შესრულება არ გამოგვდის, კიდევ ერთხელ უნდა ვეცადოთ და ასე უსასრულოდ სანამ მიზანს არ მივაღწევთ.


10. აკეთე დღეს ის რაც შენთვის მისაღები და სასარგებლოა, მეგობრების მიბაძვა არაფერს მოგიტანს, რადგან ხვალ უკვე ისინი წარუმატებლობისგან ვერ გიხსნიან.

9
459
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
459
  
2014, 24 იანვარი, 18:16
როგორც მახასიათებს დამილაიქებია მაგრამ არ წამიკითხავს :)
2014, 14 იანვარი, 13:35
მადლობა თამო :*
2014, 14 იანვარი, 13:31
ძალიან კარგია
2014, 12 იანვარი, 21:49
გეთანხმები მანჩო, ანტიდეპრესანტს მეძახიან მეგობრები, მაგრამ საკუთარ შემთხვევაში მუდამ დეპრესიაში ვვარდები ხოლმე.
2014, 12 იანვარი, 21:43
ეჰ, მაკა ..ნეტავ შეიძლებოდეს ამ ბრძნული აზრების ცხოვრებაში გატარება. თქმით იოლად ვამბობთ, მაგრამ შესრულება გვიჭირს ძალიან.:)
2014, 12 იანვარი, 19:07
გაიხარე ჩემო კარგო, ღმერთმა სულ სასიკეთოდ წაგიმართოს ცხოვრება :*
2014, 12 იანვარი, 15:18
ოპტიმიზმით გაჟღენთილი რჩევებია და პოზიტივი შემოიტანა პირადად ჩემს განწყობაში.კარგია.მადლობა ავტორს:))
2014, 12 იანვარი, 14:10
მე 3 მეეე მომეწონა:D:D:
2014, 12 იანვარი, 13:59
საინტერესოცაა და გამოსადეგიც.
0 1 9