x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
ყინულოვანი წვიმა კანადაში
image
ყინულოვანმა წვიმამ, რომელიც კანადაში შობის წინა დღეებში მოვიდა, საკმაოდ ბევრი საზრუნავი გაუჩინა ადგილობრივ მცხოვრებელებს-დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაირღვა ავიაშეტყობინებების ქსელი, დაზიანდა მცენარეების საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთმა ცუდმა ამინდმაც კი შეიძლება შემოიტანოს დღესასწაულის და ზღაპარში ცხოვრების შეგრძნება.

image

მაინც რაა ყინულოვანი წვიმა? -ესაა მყარი ატმოსფერული ნალექი, უფრო სწორად წვიმა, რომელიც გადაიქცევა ყინულად ატმოსფეროს ქვედა ფენებში მოხვერდის დროს.

image


სტიქია მძვინვარებდა კანადის ატლანტიკურ და ცენტრალურ რაიონებში.

image

ონტარიოს პროვინცია უშუქოდ და ყინულში ჩაძირული აღმოჩნდა.

image

სტიქიამ შესამჩნევად გააუარესა მდგომარეობა ავტომაგისტრალებზე-კვებეკის და ონტარიოს რეგიონებში მოხდა უამრავი ავარიები, დაიღუპა 5 ადამიანი.

ტორონტოში ხის ტოტებმა ვერ გაუძლეს ყინულის სიმძიმეს.

image

ყინულოვანი წვიმა-საკმაოდ ხშირი ბუნებრივი მოვლენაა წმინდა ლავრენტის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც საკმაოდ ხშირია გამყინვარებები.

image

თუმცა უამინდობა ბევრ ადამიანს არ აწუხებს, ზოგი მათგანი ყინულის სკულპტურების გამოჭრითაც კია დაკავებული.

image

ყინულოვანი წვიმები ძალიან ხშირადაა ჩრდილო ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში და ის გამოწვეულია ჰაერის ორი ნაკადის შეჯახებით -ცივი მშრალი და თბილი ნესტიანი ნაკადებით.

imageimageimageimageimage




1
187
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
187
  
2014, 12 იანვარი, 14:30
რა ლამაზია....... : )
0 1 1